კავიტაცია (ლათ. cavita-დან — სიცარიელე) — თხევადი მასის დინებაში ორთქლის წარმოშობისა და ჰაერის ბუშტების შემდგომი კონდენსაციის პროცესი, რომელსაც თან სდევს ხმაური და ჰიდრავლიკური დარტყმები. სითხეში კავიტაციური ბუშტების, ან კავერნების წარმოქმნა, თვითონ ამ თხევადი მასის ორთქლისგანვე. კავიტაცია წარმოიქმნება სითხეში ადგილობრივად წნევის დაცემის შედეგად, რომელიც ხდება ან მისი სიჩქარის გაზრდით (ჰიდროდინამიკური კავიტაცია), ან დიდი ინტენსივობის აკუსტიკური ტალღის გავლის დროს. ასევე არსებობენ ამ ეფექტის წარმოქმნის სხვა მიზეზებიც[1]. დინებასთან ერთად მაღალი წნევის არეალში ან შეკუმშვის ნახევარპერიოდის დროს, კავიტაციური ბუშტი სკდება, რის დროსაც დარტყმით ძალას გამოსცემს.

წევის ხრახნის კავიტაციური კვალი

სქოლიო რედაქტირება