კაგუანი (ლათ. Cynocephalus volans) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფრთამატყლიანთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე (კუდით) 60 სმ აღწევს, წონა — 1,7 კგ. გვერდებზე კისრიდან კუდამდე გადაჭიმული აქვს ფართო საფრენი აპკი, რომლის საშუალებითაც საშუალოდ 70 მ-მდე შეუძლია გადაიფრინოს. გავრცელებულია ზონდის, მოლუკის, ფილიპინის კუნძულებსა და მალაკის ნახევარკუნძულზე. მეხეური ცხოველია. აქტიურია ღამოთ. იკვებება ნაყოფებით. იყენებენ მის ხორცსა და ბეწვს.

კაგუანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cynocephalus volans
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 6081

ლიტერატურა რედაქტირება