კაბარე (ფრანგ. Cabaret, სიტყვასიტყვით — „დუქანი“) — პატარა გასართობი დაწესებულება გარკვეული მხატვრულ-გასართობი პროგრამით, რომელიც შედგება შანსონის სიმღერებისგან, ერთაქტიანი პიესებისგან, სკეტჩებისგან, საცეკვაო ნომერებისგან და ა.შ.

მულენ რუჟში
ტულუზ-ლოტრეკი, 1892

თავდაპირველად კაბარე ამ იმპროვიზებულ წარმოდგენებს ეწოდებოდა. მრავლად იყო XIX საუკუნის 80-იანი წლების საფრანგეთში. შემდგომ, როცა კაბარეში სიარული დაიწყო ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ, ესტრადაზე უკვე პროფესიონალი მსახიობები გამოდიოდნენ და კაბარემ პირვანდელი სახე დაჰკარგა. თანამედროვე კაბარე მცირე რესტორანია, რომელსაც საკუთარი საესტრადო (ზოგჯერ ეროტულიც) პროგრამა აქვს.[1]

ცნობილი კაბარეები თბილისში რედაქტირება

  • ლიტერატურული ყაბაყი (1917-1919)[2]
  • ფანტასტიკური ყაბაყი (1917—1919)[3]
  • ფარშავანგის კუდი (1920-იანი წლები)[2]
  • არგონავტების ნავი (1920-იანი წლები) [2]
  • ქიმერიონი (1920-იანი წლები) [2][4][5]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Никольская Т.. Фантастический город. Русская культурная жизнь в Тбилиси (1917—1921)/Т. Никольская. — М.: Пятая страна, 2000. — 192 с. — ISBN 5-901250-07-9.
  3. Никольская Т. Л. Авангард и окрестности. — СПб.: Издательство Ивана Лимбаха, 2002. — 320 с. — С. 17. — ISBN 5-89059-010-3.
  4. Табидзе Т. Эта моя дорога (Кафе «Химериони»)/Т. Табидзе//Литературная Грузия. — 1967. — № 11—12. — С. 49—50.
  5. https://www.georgianart.ge/index.php/ka/component/content/article/234.html?ed=20 ქიმერიონი