იქთიოზი (ბერძ. ichthys — თევზი), ქსეროდერმიკანის ქრონიკული დაავადება; კანის დიფუზიური სიმეტრიული ანომალია, რომლის დროსაც კანის რქოვანი შრე სქელდება. მის ზედაპირზე გროვდება თევზის ქერცლის გარქოვანებული ფირფიტები. ამ დროს კანი მშრალი, ოფლი და ცხიმი ნაკლებად გამოიყოფა. იქთიოზი არ არის გადამდები, შემთხვევათა 50%-ში იგი ოჯახობრივი, 25%-ში კი მემკვიდრეითი დაავადებაა. იქთიოზი დაბადებიდან მე-2-მე-3 წელს, ძლიერდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩება. დაზიანებულია მთელი კანი იღლიიის ფოსოების, სახსრებისა და საზარდულის კანის ნაოჭების გარდა.

მკურნალობა: ცხელი, მარილიანი ან სოდიანი აბაზანა, კანის დამარბილებელი მალამო; დასალევად - თევზის ქონი, ვიტამინები (კერძოდ, A ვიტამინი). ზაფხულში - ზღვაში ბანაობა.

ლიტერატურა რედაქტირება