იუსუფ იბნ კუსეირის აკლდამა

იუსუფ იბნ კუსეირის აკლდამა — აშენებულია 1161-1162 წლებში ქალაქ ნახიჩევანში. აკლდამის არქიტექტორია აჯემი იბნ აბუბექრ ნახჩევანი.

იუსუფ იბნ კუსეირის აკლდამა
მდებარეობა ნახიჩევანი, აზერბაიჯანი
არქიტექტორი აჯამი ნაჰჩივანი
თარიღდება 1161—1162

იგი წარმოადგენს მომცრო ზომის რვაკუთხა ნაგებობას. აკლდამა შესრულებულია კარგად გამომწვარი აგურისგან. იგი სრულდება პირამიდის ებური კარავით. მის ზედა ნაწილში განლაგებულია კანტი ყურანიდან ამონარიდით. აკლდამის დასავლეთი ნაწილი ოდნავ განსხვავებულია. მისი ზედა ნაწილი შევსებულია გეომეტრიული ორნამენტით, რომლის ქვეშაც ასევე ამოტვიფრულია წარწერა. აქ წერია თუ ვისი აკდამაა და ვინ არის მისი მშენებელი. აკლდამის შიდა სივრცე გაყოფილია ორ ნაწილად (უშუალოდ აკლდამაზე და თავისუფალ სივრცეზე). აჯემი აბუბექრ ოღლი ნახჩივანის სახელი ამოტვიფრულია პიველი წახნაგის მარჯვენა ნაწილში უშუალოდ შესასვლელში.