იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები თურქმენეთში
2015 წლის მონაცემებით თურქმენეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 3 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (1079 - 2015 წელს) 0,3 %-ს შეადგენს. გარდა ამისა, 2015 წლის მონაცემებით იუნესკოს საცდელ სიაში კანდიდატად წარდგენილია 8 ძეგლი[1]. სსრკ-მ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თურქმენეთის სსრ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1988 წლის 12 ოქტომბერს[2], ხოლო უშუალოდ თურქმენეთმა 1994 წლის 30 სექტემბერს. თურქმენეთის ტერიტორიიდან იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პირველად შეიყვანა მერვი 1999 წელს.
ცხრილი რედაქტირება
ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
# | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმები |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | მერვი | ველაიათი: მარი | ძვ. წ. III—II საუკუნეები | 1999 | № 886 | ii, iii | |
2 | კიონეურგენჩი | ველაიათი: დაშოგუზი | XI—XVI საუკუნეები | 2005 | № 1199 | ii, iii | |
3 | პართიული ციხე–სიმაგრე ნისაში | ველაიათი: ახალი | ძვ. წ. III საუკუნე | 2007 | № 1242 | ii, iii |
ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Список кандидатов в объекты всемирного наследия ЮНЕСКО в Туркменистане
- ↑ The States Parties - Belarus. unesco.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2 декабря 2010.