იუდეაზავრი (ლათ. Judeasaurus) არის ნამარხი გვარი პატარა ზომის, ვარანისებრი წყლის ხვლიკებისა, რომლებიც მოზაზავრებს ენათესავებოდნენ. ერთადერთი სახეობა ცნობილია ახლო აღმოსავლეთის გვიან ცარცული პერიოდის ნალექებიდან, თუმცა მისი წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია. მოვარდისფრო-მონაცრისფრო კირქვაში აღმოჩენილი არასრული ნაშთი შედგებოდა ნახევრად-დანაწევრებული თავის ქალისა და რამდენიმე კისრის მალისაგან. თავის ქალა პატრაა, სიგრძით მხოლოდ 60-70 მილიმეტრი.

იუდეაზავრი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
გვარი:  იუდეაზავრი
სახეობა:  J. tchernovi
ლათინური სახელი
Judeasaurus
ჰაბერი და პოლკინი, 2005