იტოროროს ბრძოლა
პარაგვაული ომის ნაწილი ნაწილი

მარკიზი ბრაზილიის არმიას მიუძღვის
თარიღი 1868 წლის 6 დეკემბერი
მდებარეობა პარაგვაი
შედეგი ბრაზილიის გამარჯვება
მხარეები
ბრაზილიის იმპერია პარაგვაის დროშა პარაგვაი
მეთაურები
კაშიასის მარკიზი ბერნარდინო კაბალიერო
ძალები
13 000 5 000
დანაკარგები
1 800 გარდაცვლილი
900 დაჭრილი
1 200 გარდაცვლილი
3 500 დაჭრილი
იტოროროს ბრძოლა ვიკისაწყობში

იტოროროს ბრძოლაპარაგვაული ომის ერთ-ერთი შეტაკება.

1868 წლის 6 დეკემბრის დილას, ბრაზილიის არმიის მარშალი, კაშიასის მარკიზი ლუიშ ალვიშ დი ლიმა ი სილვა ორ დანაყოფად დანაწილებულ 13 000 კაცთან ერთად პარაგვაის ქალაქ ვილიეტის ასაღებად გაემართა, საიდანაც პარაგვაის არმიაზე შემდგომ შეტევებს გეგმავდა უკნიდან. თუმცა, პარაგვაის პრეზიდენტმა და არმიის მთავარსარდალმა ფრანსისკო სოლანო ლოპესმა მოკავშირეთა შემოსვლია ამბავი და მათი გეგმები შეიტყო.

მოკავშირეთა ნელი სვლის გამო მან უპირატესობა მოიპოვა და პატარა მდინარე იტოროროს ვიწრო გადმოსასვლელზე მტრის შესაჩერებლად პოლკოვნილი ბერნარდინო კაბალიერო გაგზავნა. კაბალიერომ თავისი ძალები ისე განალაგა, რომ მარკიზის ჯარებს მხოლოდ ერთი გასასვლელით გაევლო (ხიდზე) მძიმე სასტიკი ცეცხლის ქვეშ. გასასვლელის ყოველ მხარეს მან ოთხი ზარბაზანი განათავსა. სხვა დანაყოფი ასევე ოთხი ზარბაზნით ახლომდებარე ბორცვზე განლაგდა.

ბრძოლა გვიან დილას დაიწყო და ხიდის გასაკონტროლებლად მიმართული შეტევებითა და კონტრშეტევებით ხასიათდებოდა. შუადღის 1 საათზე, მძვინვარე ბრძოლის შემდეგ, მოკავშირეებმა ხიდი აიღეს და ვილიეტისკენ მიაშურეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება