ისოძაკი არატა (იაპონ. 磯崎新; დ. 23 ივლისი, 1931) — იაპონელი არქიტექტორი ოიტადან, იოტას პრეფექტურა. დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი 1954 წელს. პროფესიული კარიერა დაიწყო არქიტექტორ კენძო ტანგეს ხელმძღვანელობით. 1963 წელს დააარსა საკუთარი ბიურო. თავდაპირველად იგი მისდევდა მეტაბოლიზმს, ხოლო 1970-იანი წლებიდან გადაერთო პოსტმოდერნიზმზე. მისი ნამუშევრები მოიცავს — სტადიონებს, უნივერსტიტეტის კამპუსებს, მუზეუმებს და სხვა. თავის ნაგებობებში გამოიყენებს უბრალო, აბსტრაქტულ ფორმებს. ხშირად გვევლინება ჟიურის წევრად სხვადასხვა კონკურსში. 1986 წელს ისოძაკი დაჯილდოვდა ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის პრემიით, 1995 წელს — ვენეციის ბიენალეს მთავარი პრიზით.

ისოძაკი არატა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 23 ივლისი, 1931(1931-07-23)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ოიტა, ოიტის პრეფექტურა, იაპონია
გარდ. თარიღი 28 დეკემბერი, 2022(2022-12-28)[4] (91 წლის)
გარდ. ადგილი ნაჰა, Okinawa Prefecture, იაპონია[5]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[6] [3] და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა  იაპონია[7] [8]
მიმართულება მეტაბოლისტები და პოსტმოდერნიზმი
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი და Oita Uenogaoka high school
მნიშვნელოვანი პროექტები პალასპორტ ოლიმპიკო, პალაუ სანტ ჯორდი, Lake Sagami Country Club და Ōita Prefectural Library
ჯილდოები სამეფო ოქროს მედალი[9] , პრიცკერის პრემია[10] [11] , Commander of the Cross of the Order of Merit of the Republic of Poland, Grand Cross of the Order of Civil Merit და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
მეუღლე Miyawaki Aiko
საიტი isozaki.co.jp

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება