ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი

ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Volcán Isluga) – ეროვნული პარკი ჩილეში, ტარაპაკის რეგიონში. მდებარეობს ანებში. დაარსდა 1967 წელს, თანამედროვე საზღვრებში კი მოექცა 1985 წელს.

ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი

Parque Nacional Volcán Isluga

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ტარაპაკა, ჩილეს დროშა ჩილე
უახლოესი ქალაქი კოლჩანე
კოორდინატები 19°09′00″ ს. გ. 68°50′00″ დ. გ. / 19.15000° ს. გ. 68.83333° დ. გ. / -19.15000; -68.83333
ფართობი 1,747 კმ²
დაარსდა 1967
მმართველი ორგანო ჩილეს ეროვნული სატყეო კორპორაცია

ეროვნული პარკის ფართობია 1 747 კმ². სახელწოდება მიიღო ამავე პარკში მდებარე ვულკან ისლუგისაგან (5 500 მ). აქვე მდებარეობს მთები: კიმსაჩატა (5 400 მ), ტატახაჩურა (5 252 მ) და ლატარამა (5 207 მ). პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე არაბილია, რომელიც სათავეს იღებს კიმსაჩატის სამხრეთ კალთებზე და რომელსაც ქვემო დინებაში ეწოდება არომა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება