ირიკის ეროვნული პარკი

ირიკის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national d'Iriqui) — ეროვნული პარკი მაროკოში. შეიქმნა 1994 წელს, ფართობი 123 000 ჰექტარია.

ირიკის ეროვნული პარკი

Parc national d'Iriqui

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მაროკოს დროშა მაროკო
უახლოესი ქალაქი ზაგორა
კოორდინატები 29°50′ ჩ. გ. 6°31′ ა. გ. / 29.833° ჩ. გ. 6.517° ა. გ. / 29.833; 6.517
ფართობი 123 000 ჰა
დაარსდა 1994

ეროვნული პარკი მდებარეობს მდინარე დრაასა და ანტი-ატლასის მთების სამხრეთ კალთებს შორის, ზაგორისა და ტატის პროვინციების ტერიტორიაზე.

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

პარკისათვის დამახასიათებელია სამხრეთ მაროკოსათვის ტიპური უდაბნოს ლანდშაფტი. მცენარეულობა წარმოდგენილია ხეებიანი სტეპებისა და აკაციებიანი სავანების სახით. ზოგიერთი დიუნი დაფარულია მცენარე იალღუნით.[1]

სველ სეზონებში, დროებითი ტენიანი ადგილი ხდება ირიკის ტბა, სადაც იზამთრებს მრავალი გადამფრენი ფრინველი, მათ შორის ფლამენგოები, იხვები და ბატები. აღნიშნული ტბა პარკისათვის მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მახასიათებელია. პარკის შემქნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჭარბტენიანი ადგილის რეაბილიტაცია.[1]

პარკში სახლობენ სავათები, სირაქლემები, ბერბერული ცხვრები, გაზელი დორკასი, ორიქსები და აფთრები.[2] ასევე მრავლადა არიან რეპტილიები.

ადამიანთა დასახლებები რედაქტირება

გარდა რამდენიმე მკვიდრი ოჯახისა, პარკის ტერიტორიაზე ადამიანთა ძირითადი დასახლებები ნომადური ხასიათისაა.

ტურიზმი რედაქტირება

მდიდარი ლანდშაფტი და კულტურული მემკვიდრეობა პარკს ეკოტურიზმის დიდ პოტენციალს აძლევს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ადგილობრივთა ეკონომიკური მდგომარეობა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Parc National d’lriqui. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-06. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  2. Sylvie Jourjon: L’Oasis Sacrée d’Oum Lâalag. 5 December 2012 (French).