ირესინე (ლათ. Iresine) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია, ბუჩქ-ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან ხეებია.

ირესინე

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Iresine

აქვთ მორიგეობით განწყობილი ფოთლები და კენწრულ ან უბის ყვავილედებად თავმოყრილი უფერული ყვავილები.

70-ზე მეტი სახეობა უფრო ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაშია გავრცელებული. ზოგ ჭრელფოთლიან სახეობას მდელო-ხალიჩებისა და ბორდიურებისათვის იყენებენ.

ლიტერატურა რედაქტირება