ირედენტიზმი (იტალ. irredento) — რომელიმე ქვეყანაში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის მოთხოვნა, გამოეყოს ქვეყანას და შეუერთდეს ისტორიულ სამშობლოს. სეპარატიზმისაგან განსხვავებით, ირედენტების მხრიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნა არ დგას. ხოლო დიასპორები ირედენტებისგან განსხვავდებიან, ისტორიულ სამშობლოსთან გეოგრაფიული სიახლოვითა და იქ კომპაქტური დასახლებებით.

იტალიური ირედენტიზმი, 1919 წელი

ეტიმოლოგია რედაქტირება

სიტყვა იტალიური წარმოშობისაა და მომდინარეობს სიტყვიდან irredento — პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს: გამოსასყიდს, ასანაზღაურებელს, დასაბრუნებელს. მნიშვნელობა შეიძინა ფრაზიდან: Italia irredenta – „გამოუსყიდველი იტალია“. თავდაპირველად იტალილების მიერ ტერმინის გამოიყენება გვხვდება ავსტრია-უნგრეთის იმპერიასთან მიმართებაში, რომელიც შემადგენლობაშიც შედიოდა ტრენტოს, ტრიესტის, გორიციას, ისტრიას, ფლუმესა და დალმაციის ტერიტორიები, რომლებიც XIX და XX საუკუნეებში ძირითადად ეთნიკური იტალიელებით იყო დასახლებული.

რეგიონებს, რომლებიც ეთნიკურად ან ისტორიულად ეკუთვნის ერთ სახელმწიფოს, თუმცა კონტროლირდება სხვა სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური ან სხვა მექანიზმებით, იწოდებიან ირედენტებად.

ირედენტიზმთან დაკავშირებული ამჟამინდელი სამთავრობო მოთხოვნები რედაქტირება

არგენტინა რედაქტირება

არგენტინა მოითხოვს სხვა მეზობელ ქვეყნებში შემავალი ტერიტორიების ნაწილს, რომელებიც ასოცირებულები იყვნენ ესპანეთის რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოსთან. ვიცე-სამეფო XIX საუკუნის დასაწყისში გარდაიქმნა რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელთაგან ერთ-ერთი ჩამოყალიბდა არგენტინად. მოთხოვნებში, სხვა ტერიტორიებთან ერთად 2019 წლისთვის შედიოდა ჩილეს, პარაგვაის, ბრაზილიის, ურუგვაისა და ბოლივიის ტერიტორიებიც. ჩილეს სახმელეთო საზღვართან დაკავშრებით, ანტარქტიკის კონტინენტთან და ბრიტანულ სამხრეთ ატლანტიკის კუნძულებთან (ფოლკლენდის ჩათვლით) დაკავშირებული ამჟამინდელი მოთხოვნები აქტუალურობას დღემდე არ კარგავენ.

არგენტინის მიერ მოთხოვნები პერიოდულად იძენს სიმწვავეს. მათი მოთხოვნები კონსტიტუციაშიცაა გაბნეული, გარდამავალი დებულებების სახით, რომლებიც 1994 წელს დაამტკიცეს.

ბენგალი რედაქტირება

გაერთიანებული ბენგალი პოლიტიკური იდეოლოგიაა, სამხრეთ აზიის ბენგალურ ენაზე მოლაპარაკე ნაწილისთვის, რომლებიც გაერთიანების სურვილს გამოთქვამენ. იდეოლოგია ბენგალელ ნაციონალისტებს შორის განვითარდა და 1905 წელს ბენგალის პირველი პეტიცია დაედო საფუძვლად. ბრიტანული მმართველობის დროს ბენგალის საპრეზიდენტო ორ ნაწილად: დასავლეთ ბენგალად და აღმოსავლეთ ბენგალად დაიყო, რითაც დამოუკიდებლობის მოძრაობა დასუსტდა, თუმცა ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ 1911 წელს ბენგალი კვლავ გაერთიანდა. ბრიტანელების მიერ ბენგალის დაყოფის მეორე მცდელობა 1947 წელს განხორციელდა. ბენგალის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ჰუსეინ შაჰედ სუჰრავარდისა და სარატ ჩანდრა ბოსეს ბენგალის ერთიანობის აქტიური მომხრეები იყვნენ და წინადადებაც შეიმუშავეს, რომელიც ბენგალური ეროვნული ერთობის შექმნას ემსახურებოდა, თუმცა წინადადება ჩავარდა და რელიგიური შუღლის წყალობით ბენგალი კვლავ დაიყო ორ ნაწილად. ამჟამად ბენგალი, როგორც სახელმწიფო არ არსებობს და ის ინდოეთისა და ბანგლადეშის ნაწილია.

ბოლივია რედაქტირება

ბოლივიის 2009 წლის კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ბოლივიას ანიჭებს უფლებით იქონიოს წყნარ ოკეანეზე გასასვლელი. ამ ჩანაწერის მიზეზი, წყნარი ოკეანის მეორე ომია, რომელშიც ჩილესთან დაპირისპირებისას პერუმ და ბოლივიამ დათმეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რის გამოც ბოლივიამ ზღვაზე გასასვლელი ერთადერთი შესაძლებლობა დაკარგა. კონფლიქტი დღესაც აქტუალურია და ატაკამის სასაზღვრო დავად არის ცნობილი.

გვატემალა რედაქტირება

გვატემალა აცხადებს პრეტენზიას ბელიზთან დაკავშირებით სრულად ან ნაწილობრივ, 1821 წლიდან.

ესპანეთი რედაქტირება

ესპანეთი ამჟამადაც აცხადებს პრეტენზიას გიბრალტარზე, ბრიტანულ კუნძულზე იბერიის ნახევარკუნძულთან, რომელიც ბრიტანელების მმართველობის ქვეშ XVIII საუკუნიდანაა. 2002 წელს გიბრალტარში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზეც კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „ეთანხმებით თუ არა გიბრალტარის მართვის პროცესში ესპანეთის თანამონაწილეობას ბრიტანეთთან ერთად?“ რეფერენდუმზე კუნძულის მოსახლეობის მხოლოდ 1,03 %-მა გამოხატა ესპანეთის თანამონაწილეობის სურვილი, 98.97 % კი წინააღმდეგი იყო. რეფერენდუმის შემდეგ ბრიტანეთი უარს ამბობს რაიმე სახის განხილვაზე, გიბრალტარელების ნების საწინააღმდეგოდ.

ვენესუელა რედაქტირება

გაიანა ესეკიბა არის ტერიტორია, რომელიც ამჟამად გაიანის შემადგენლობაშია, თუმცა მასზე პრეტენზიას ვენესუელა აცხადებს. პირველად ის ახალი გრანადის ვიცე-სამეფოში შიდიოდა, ხოლო შემდგომში ვენესუელის გენერალ-საკაპიტონიში, რომლებიც ესპანეთის მიერ იყო დაარსებული, თუმცა შემდგომში ის იყო ჰოლანდიური ესექუბოსა და ბრტანული გაიანას ნაწილი. სინამდვილეში აღმოსავლეთ ვენესუელას ასევე სადაო ტერიტორიაა. 159,500 კმ² ტერიტორია ჯერ კიდევ კოლონიალური ძალებიდან მოყოლებული გაიანის დამოუკიდებლობამდე 1966 წელს საკამათო იყო. ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში ინგლისის, ვენესუელისა და ბრიტანული გაიანის მთავრობებმა 1966 წლის 17 თებერვალს ხელი მოეწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თითოეულ მხარეს ევალებოდა პრაქტიკული, მშვიდობიანი და დამაკმაყოფილები გამოსავლის ძიება შექმნილი გაუგებრობიდან.

ინდოეთი რედაქტირება

ინდოეთის სუბკონტინენტზე არსებული ყველა ინგლისური კოლონია, რომელიც ბრიტანული ინდოეთის ნაწილი არ იყო, ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მათ შემადგენლობაში შევიდა. მაგალითისთვის, 1961 წელს ინდოეთის შემადგენლობაში შევიდა გოა. ასევე ინდოეთმა ხელში ჩაიგდო, წარსულში ბრიტანული ინდოეთის შემადგენლობაში შემავალი ჯუნაგათჰი.

ახანდ ბჰარატი, განუყოფელი ინდოეთის ან მთლიანი ინდიოეთის იდეა, ირედენტიზმის გამოძახილია, რადგან ის ითვალისწინებს პაკისტანისა და ბანგლადეშის (ასევე, შრი-ლანკის, მალდივების, ნეპალისა და ბჰუტანის) შემოერთებას. ამ იდეას ზოგიერთი პოლიტიკური პარტია დღემდე აქტიურად ლობირებს.

ქაშმირის რეგიონი, 1947 წლიდან პაკისტანსა და ინდოეთს შორის სადაო ტერიტორიაა. მის გამო დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის რამდენიმე ომი გაიმართა, ერთ-ერთი 1947 წელს, თავისუფლების მოპოვების წელსვე. შემდგომში, მხარეებმა მიაღიეს შეთანხმებას და ქაშმირის რეგიონი სამ ნაწილად გაყვეს. ერთი ნაწილი ინდოეთს დარჩა, მეორე პაკისტანს, ხოლო მესამე ჩინეთს. მიუხედავად ხელმოწერილი შეთანხმებისას, ინდოეთი დღემდე იჩემებს მთლიან რეგიონს.

ინდონეზია რედაქტირება

ინდონეზია აცხადებს პრეტენზიას ყოფილი ჰოლანდიურ ოსტინდოეთში შემავალ ტერიტორიებზე, საკუთარ იდეებს ინდონეზიელები ბრიტანულ გეგმას უკავშირებენ, რომელიც ბრიტანული მალაისა და ბორენოს დიდი ინდონეზიის შემადგენლობაში შეყვანას გულისხმობდა. ამ იდეას მალაიზია არ ემხორბოდა, რაც გახდა კიდეც კონფლიქტის მიზეზი 1960-იანი წლების დასაწყისში. ასევე ინდონეზია ირედენტისტული საფუძვლით, პრეტენზიას აცხადებდა პორტუგალიურ ტიმორზე 1975 წლიდან 2002 წლის ჩათვლით.

იდეა, რომელიც ყოფილი ბრიტანეთისა და ჰოლანდიური კოლონიების გაერთიანებას გულისხმობდა სამხრეთ აზიის მასშტაბით, სათავეს XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს და გამოხატულია დიდი მალაის კონცეპტში. ცნობილი ინდონეზიელი პოლიტიკური მოღვაწეები დიდი ხნის მანძილზე ლობირებედნენ ამ იდეას.

ისრაელი და პალესტინა რედაქტირება

პალესტინის სამანდატო ტერიტორიის დაყოფის გეგმა, რომელიც 1947 წლის 29 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ იქნა მღებული, 181-ე რეზოლუციაში აისახა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე პალესტინის სამანდატო ტერიტორიაზე გამუდმებული ომები მიმდინარეობს.

ისრალესაც გააჩნია დიდი ისრაელის კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია პოლიტიკურ, ბიბლიურ და ეთნიკურ საწყისებზე. დიდი ისრაელი მოიცავს ისრაელისა და პალეტინის ტერიტორიებს. რევიზიონისტების (სიონისტების) მხარდაჭერილი იდეა კი უფრო შორს მიდის და ტრანსიორდანიის საიმიროებზეც ვრცელდება.

იაპონია რედაქტირება

იაპონია პრეტენზიას აცხადებს უკიდურესი სამხრეთით მდებარე ორ კუნძულზე, რომელიც კურილიის კუნძულების შემადგენლობაშია და ამჟამად რუსეთის მთავრობის მიერ არის ადმინისტრირებული. კუნძულთა ჯაჭვი ჩრდილოეთ ჰოკაიდო, საბჭოთა კავშირმას მოახდინა მისი ანექსია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იაპონია ასევე პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ კორეელეების ტერიტორეიბში შემავალ ლიანკურის კუნძულებზე, რომლებიც ტაკეშიმას სახელთაა ცნობილი იაპონიაში და მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე სადაო ტერიტორიად იქცა.

კომორი რედაქტირება

კომორის კუნძულების კავშირის კონსტიტუციის პირველი მუხლი შემდეგნაირად იწყება: „კომორის კუნძულების კავშირი არის რესპუბლიკა, რომელიც შედგება ავტონომიური კუნძულებისგან მოჰელი, მაიოტის, ნძუანის, და ნგაზიჯა.“ მაიოტი, გეოგრაფიულად კომორის კუნძულების ნაწილია, თუმცა არის ერთადერთი, რომელმაც გამართულ რეფერენფუმზე, რომელიც საფრანგეთისგან გამოყოფას, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვებას გულისხმობდა, უარი განაცხადა. ის ამჟამად საფრანგეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის.

სომხეთი რედაქტირება

ამჟამად კვლავ მწვავედ დგას მთიანი ყარაბაღის პრობლემა, რომელიც არაერთი ომის მიზეზი გახდა.

ფილიპინები რედაქტირება

ფილიპინები მხარს უჭერენ ესპანური ისტ-ინდიოეთისა და აღმოსავლეთ საბას ქვეყნის ტერიტორიის შემადგენლობაში შემოერთებას.

ჩინეთი რედაქტირება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით: „ტაივანი არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წმინდა მიწის ნაწილი. ჩინელი ხალხის ვალდებულებაა, ტაივანში მაცხოვრებელი თანამემამულეების ჩათვლით, რომ აღესრულოს უდიადესი მიზანი, გაერთიანდეს დედა სამშობლო.“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამტკიცებს, რომ ტაივანზე სუვერენიტეტი ძირითადად ემყარება სამართალმემკვიდრეობის პრინციპს, რადგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საკუთარ თავს ჩინეთის რესპუბლიკის მემკვიდრედ მიიჩნევს.

ირედენტიზმთან დაკავშირებული ამჟამინდელი არაოფიციალური მოთხოვნები რედაქტირება

ალბანეთი რედაქტირება

დიდი ალბანეთი ან ეთნიკური ალბანეთი, როგორც ალბანელი ნაციონალისტების მიერ საკუთარი თავის მოხენიების ერთ-ერთი საშუალებაა, არის ირედენტისტული კონცეფცია საზღვრებსმიღმა მიწებისა, რომლებიც ალბანელების უმრავლესობის მიერ დიდი ალბანეთის ცნების ქვეშ არის მოაზრებული, გამყარებულია რა ეთნიკური ალბანელების განსახლების ამჟამინდელი ან ისტორიული ფაქტებით. ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად 2010 წელს დიდი ალბანეთის იდეას ალბანეთის მოსახლეობის უმრავლესობა (63 %), კოსოვოსა (81 %) და ჩრდილოეთ მაკედონიის (53 %) ემხრობოდა.

2012 წელს ალბანეთის დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე, სალი ბერიშამ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ისაუბრა „ალბანეთის მიწებზე“, რომლებიც გადაჭიმულია საბერძნეთის ქალაქ პრევეზიდან, სერბეთის ქალაქ პრეშევომდე, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცამდე, რითაც ალბანეთის სამეზობლოს გაღიზიანება გამოიწვია. მან დასტურად მოიყვანა ოსმალეთის იმპერიიდან გამოყოფის შედეგად მიღწეული შეთანხმების დეკლარაცია, რომელიც 1912 წელს გაფორმდა და ინახება ქალაალქ ვლორის მუზეუმში.

ირლანდია რედაქტირება

 

1922 წელს ირლანდიამ ნაწილობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა ბრიტანეთის იმპერიისგან. ჩრდილოეთ ირლანდიის გამოკლებით, რომელიც თავის მხრივ ექვს სამთავრო-საგრაფოდ იყო დაყოფილი და მდებარეობდა ირლანდიის ჩრდილო აღმოსავლეთით კვლავ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში. 1937 წელს, როდესაც ირლანდიის კონსტიტუცია მიიღეს, დოკუმენტში ჩაწერეს, რომ ქვეყნის სახელი არის ირლანდია და ეს იქნებოდა იმ დრომდე, სანამ ირალნდია სრულად არ მოიპოვებდა დამოუკიდებლობას და არ გახდებოდა ირლანდიის რესპუბლიკა. კონსტიტუციის მეორე და მესამე მუხლებში იყო ნათქვამი, რომ ირლანდიის ეროვნული ტერიტორია შეადგენდა ირლანდიის მთლიან კუნძულს.

1998 წლის კარგი პარასკევის შეთანხმების სახელით ცნობილი დოკუმენტით ირლანდიამ და გაერთიანებულმა სამეფომ შეათანხმეს სამშვიდობო პროცესები. სხვა საკითხებთან ერთად ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებული გაუგებრობები ამოიწურა. რეფერენდუმით ასევე შეიცვალა ირლანდიის კონსტიტუცია და გაქრა ყველა სახის მოთხოვნა ჩრდილო ირლანდიასთან მიმართებაში.

ისტორიული, თეორიული და სხვა სახის ირედენტისტული მოთხოვნები რედაქტირება

აფრიკა რედაქტირება

 

აფრიკაში ირედენტიზმი საკმაოდ გავრცელებული საკითხია, რადგან პოლიტიკური რეალიები ყოფილი ევროპული კოლონიალური პოლიტიკის ნაყოფია, რომლებიც სამოქალაქო ომების შემდეგ ნაციონალური სახელმწიფოებიდან ეთნიკურ საკითხებამდე დავიდა. მაგალთისთვის, ეთიოპიური ნაციონალისტური წრეები აჟამადაც იჩემებენ ერიტრეას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1993 წლის შემდეგ, 30 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ.

აღმოსავლეთი აფრიკა რედაქტირება

დიდი სომალი გულისხმობს აფრიკის რქის რეგიონს, რომელზეც ეთნიკური სომალელები არიან და იყვნენ წარმოდგენილები, როგორც დომინანტი მოსახლეობა. დიდი სომალის ტერიტორია მოიცავს სომალის რესპუბლიკას, ოგადენის რეგიონს ეთიოპიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციას კენიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჯიბუტს. ოგადენში, აღმოსავლეთ ეთიოპიაში, არსებობდნენ სამხედრო და სამოქალაქო მოძრაობები, რომლებიც მოითხოვდნენ სომალთან შეერთებას. დაძაბულობამ კულმინიაცს 1977-1978 წლებში მიაღწია, როდესაც გაიმართა ორ მეზობელს შორის სამხედრო დაპირისპირება, რომელიც სომალის დამარცხებით დასრულდა. კენიის ჩრდილოეთი ნაწილი, ასევე იყო ჩათრეული შიფტას ომის სახელით ცნობილ სამხედრო კონფლიქტში (1963-1967 წწ.). ეთნიკურად სომალელი სეცესიონისტები ლამუში, გარისაში, ვაჯირსა და მანდერაში ცდილობდნენ შეერთებოდნენ სომალს, დიდი სომალის იდეის განსახორციელებლად. მსგავსი შემთხვევები ჯიბუტში არ ყოფილა, რომელიც მანამდე, კოლონიზაციის პერიოდში ცნობილი იყო სახელით „ფრანგული სომალილენდი“. სხვადასხვა ცნობებით სომალი ასევე აცხადებს პრეტენზიას სოკოტრას არქიპელაგზე, რომელიც ამჟამად იემენის მიერ არის მართული.

ჩრდილოეთი აფრიკა რედაქტირება

ჩრდილოეთ აფრიკაში ირედენტიზმის მაგალითებია დიდი მაროკოსა და დიდი მავრიტანიის კონცეპტები.

სამხრეთი აფრიკა რედაქტირება

დიდი ესვატინი მოიაზრებს სამხრეთ აფრიკის მპუმალანგას პროვინციის დიდ ნაწილს.

მონღოლეთი რედაქტირება

მონღოლეთში, ირედენტისტულ იდეებს ასევე ლობირებენ კულტურულ და პოლიტიკურ წრეებში. მოღოლეთის ამჟამინდელი ტერიტორიის გარდა, საუბარი ასევე არის სამხრეთ მონღოლეთზე, რომელიც ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილს წარმოადგენს, ასევე ძუნგარია (ხინჯიანგში) და რუსეთის ტერიტორიული ერთეული ბურიატია. ხანდახან ტუვა და ალტაის რესპუბლიკაც მსგავსი მოთხოვნის სუბიექტებს შორის არიან.

ბანგლადეში რედაქტირება

დიდი ბანგლადეში არის იდეა, რომლის მიხედვითაც ბენგალური მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიები შესაძლოა გაერთიანდეს ერთი დროშის ქვეშ. დასავლეთ ბენგალი, ტრიპურა და ასსამი, აგრეთვე ანდამანის კუნძულები, რომლებიც ამჟამად ინდოეთის ნაწილია და მიანმარის რეგიონი რაკხაინი, ეს ის ტერიოტრიები, რომლებზეც მჭიდროდ ცხოვრობენ ბენგალელები.

ირანი რედაქტირება

პან-ირანიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ირანის პლატოსა და სხვა რეგიონებში მაცხოვრებელი ირანელი მოსახლეობის გაერთიანებას გულისხმობს. იდეა ეხება ირანული კულტურული ზეგავლენის მქონე სხვა ეთნიკურ ჯგუფებსაც: სპარსებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, ქურთებს, ზაზებს, ტაჯიკელ და ავღანელ ტაჯიკებს, პაკისტანელ პაშტუნებსა და ბალოხებს.

პან-ირანიზმის იდეის გაგრძელებაა დიდი ირანის იდეა, რომელიც სხვადასხვა რეგიონებზე აცხადებს პრეტენზიას, მათ შორის კავკასიაზე, დასავლეთ აზიაზე, ცენტრალურ აზიაზე და სამხრეთ აზიის გარკვეულ ტერიტორიებზე. გარდა კულტურული ეფექტისა, რომელიც ირანს ამ ტერიტორიებზე აქვს, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათზე ბატონობდნენ კიდეც.

ნეპალი რედაქტირება

დიდი ნეპალი მოიცავს ნეპალის სამეფოს მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს, რომლებიც მათი აზრით ნეპალის დემოკრატიულ რესპუბლიკას უნდა დაუბრუნდეს.

პაკისტანი რედაქტირება

პაკისტანური ირედენტიზმი მოიაზრებს მუსლიმური უმრავლესობით დასახლებულ ტერიოტრიებს, რომლებიც ბრიტანული ინდოეთის შემადგენლობაში შედიოდა. ჯამუსა და ქაშმირის რეგიონები სწორედ ინდოეთის მუსლიმურად დასახლებული ტერიოტრიებია, რაც იყო კიდევ კონფლიქტის ძირითადი მიზეზი.

აზერბაიჯანი რედაქტირება

მთლიანი აზერბაიჯანის კონცეპტი, მოიცავს პოლიტიკურ და კულტურულ ერთობას, რომლებზეც დასახლებულები არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელები ან ისტორიულად კონტროლდებოდა აზერბაიჯანელების მიერ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები რედაქტირება

დიდი და პატარა ტუნბი არაბთა გაერთიანებული საამიროებსა ირანს შორის სადაო ტერიტორიაა.

ასურეთი რედაქტირება

ასურელების სამშობლოდ შეგვიძლია ჩრდილოეთ მესოპოტამიის გეოგრაფიული და კულტურული რეგიონი მოვიაზროთ, რომელზეც ძირითადად ასურელები იყვნენ დასახლებულები. ასურეთულ სამკუთხედად წოდებული სამი ისტორიული რეგიონი ნინევიის ვაკე, ჰაკარი და ბარვარი იყო. ეს ის ტერიტორიებია, რომლებზეც ასურელები დღესაც აცხადებენ პრეტენზიას.

ერაყი რედაქტირება

1932 წელს ერაყის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მთავრობამ დეკლარირებულად განახადა, რომ ქუვეითი იყო ერაყის ტერიტორია მანამ სანამ ის ბრიტანელების მიერ ხელოვნურად არ შეიქმნა. ქასიმის მთავრობამ ირედენტისტულ მოთხოვნებს ქუვეითთან ერთად დაუქვემდებარა ხუზისტანის ოსტანიც.

სადამ ჰუსეინი მმართველობს პერიოდში ერაყმა რამდენჯერმე მოახდინა ირედენტისტული შეხედულებებისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით შეიარაღებული შეტევა ქუვეითსა და საუდის არაბეთზე.

იემენი რედაქტირება

დიდი იემენი არის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ომანისა და საუდის არაბეთის ზოგიერთ ტერიტორიას.

ლიბანი რედაქტირება

ლიბანური ნაციონალიზმი მოიცავს ირედენტისტულ შეხედულებებს, რომლებიც ისტორიული ფინიკიის მიწებზე აცხადებს პრეტენზიას. ამჟამინდელი ლიბანის, ხმელთაშუა ზღვის სირიული ნაწილი და ჩრდილოეთ ისრაელი ისტორიული ფინიკიის ნაწილია, რომელზეც მრავლდა ცხოვრობენ ლიბანელები, რომლებიც ფინიკიელების შთამომავლებად თვლიან თავს.

სირია რედაქტირება

სირიის ფრანგული მანდატი მოიცავდა ალექსანდრეტას სანჯაყს, თურქეთამდე, რომელიც გულისხმობდა ჰათაის პროვინციასაც. სირია დღემდე სადაოდ ხდის ამ ტერიოტრიებს.

სირიის ნაციონალური პარტია, რომელიც ლიბანსა და სირიაში მოღვაწებს, მხარს უჭერს დიდი სირიის კონცეფციას. მათი მოსაზრებით დიდი სირია მოიცავს როგორც ისრაელს, სირიას, იორდანიას ისე თურქეთის ნაწილსაც და ერაყის, კვიპროსისა და სინის ნახევარკუნძულს.

ბულგარეთი რედაქტირება

ბულგარეთის ნაციონალისტური ფრთა, ემხრობა დიდი ბულგარეთის იდეას, რომელსაც საუკუნეების წინ მაკედონიის, თრაკიისა და მეზიის ტერიტორიებს მოიცავდა.

გერმანია რედაქტირება

„გერმანული შეკითხვის“ განხილვისას XIX საუკუნეში, გერმანიის გაერთიანების შესახებ (1871 წ.) ტერმინი „დიდი გერმანია“ მოიაზრებდა გერმანული ეროვნების მქონე ადამიანებით დასახლებული ტერიტორიების გაერთიანებას, რომლის განხორციელებაც იყო გერმანიის იმპერია და ავსტრია. ტერმინი მცირე გერმანია მოაზრებს გერმანიას, ავსტრიის გარეშე.

ნაცისტური იდეოლოგიის მთავარ ამოსავალი წერტილიც სწორედ ეს იყო. გაეერთიანებინა გერმანული ეროვნების მქონე გერმანიაში თუ მის გარეთ დაბადებული მოსახლეობა „ერთიან გერმანულ რეიხში“. მოსაზრებებმა ასახვა ჰპოვა მიუნხენის შეთანხმებაში, რომლითაც გერმანიას გადაეცა ჩეხოსლოვაკიისმის ტერიტორიები, რომლებიც გერმანული წარმომავლობის მოსახლეებით იყო დასახლებული. ასევე განხორციელდა ანშლუსი, რომლითაც გერმანიამ სრულიად ავსტრია შეიერთა.

იტალია რედაქტირება

იტალიური ირედენტიზმი XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ნახევრის მოძრაობაა, რომელიც მიზნად ისახავდა იტალიის უნიფიკაციას იმ გეოგრაფიული არეალების შემოეთებით, რომლებზეც ეთნიკური იტალიელები ან იტალიურ ენაზე მოლაპარაკე უმრავლესობას შეადგენდნენ.

პოლონეთი რედაქტირება

კრესი (საზღვრისპირეთი) არის აღმოსავლეთში მდებარე ტერიტორიები, რომლებიც წარსულში პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს, პოლონელმა ჯარისკაცებმა გადაკვეთეს კურზონის ხაზი და ალყაში მოაქციეს უკრანული და ბელორუსული ტერიტორიები, ასევე 1920 წელს მათ ლიეტუვას 7% ჰქონდათ დაპყრობილი. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით, საბჭოთა კავშირმა 1939 წელს ზემოაღნიშნული ტერიტორიები დაიბრუნა. მათ შორის დიდი ქალაქებიც: ლვოვი (უკრაინა), ვილნიუსი (ლიეტუვის დედაქალაქი), ჰროდნა (ბელარუსი). მიუხედავად იმისა, რომ დღეს კრესის ტერიტორიები არ შედის პოლონეთის შემადგენლობაში, იქ მაინც ცხოვრობენ პოლონური უმცირესობები.

პორტუგალია რედაქტირება

პორტუგალია არ აღიარებს ესპანეთის სუვერენიტეტს ოლივენსაზე, რომელიც ესპანეთმა ნაპოლეონის ომების პერიოდში ჩაიგდო ხელში.

რუმინეთი რედაქტირება

დიდი რუმინეთის კონცეფცია, მოიცავს ბესარაბიას და ბუკოვინას, როგორც მოლდოვას. ზემოაღნიშნული ტერიტორიები 1918-1940 წლების პერიოდში შედიოდა რუმინეთის შემადგენლობაში. მოლდოვური ენა, რუმინული ენის საბჭოთა დასახელებაა. მოლდოველებში არსებობს რუმინეთთან გაერთიანებს იდეა. ამ იდეის ძირითადი განმაპირობებელი რუმინეთის ევროკავშირის წევრობაა, თუმცა რუსული ირედენტიზმი და დნესტრისპირეთის პრობლემა ხელიშემშლელი ფაქტორებია მოლდოვეთისთვის.

რუსეთი რედაქტირება

რუსული ირედენტიზმი ძირითადად მოიცავს ყოფილი რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს. ყირიმის ანექსია სწორედ ამ კონცეფციის გამოძახილი იყო. რუსები უკრაინის სხვა მხარესაც იჩემებენ, რომელსაც ნოვოროსია ეწოდება.

საბერძნეთი რედაქტირება

მეგალი იდეა იყო ირედენტისტული კონცეპტი, რომელიც გამოხატავდა ბიზანტიის იმპერიის აღორძინებას, სადაც ეთნიკურად ბერნები იქნებოდნენ უმრავლესობაში, რომლებიც იდეის არსებობის პერიოდში ოტომანთა იმპერიის მმართველობის ქვეშ იყვნენ. დამოუკიდებლობისთვის ომის დასასრულს (1821-1828) ბერძნებს სურდათ შემოეერთებინათ ის ტერიტორიები, რომლებიც მათი აზრით ისტორიულად მათ ეკუთვნოდათ ანტიკური პერიოდიდან (სამხრეთ ბალკანეთის ნაწილი, ასია მინორი და კვიპროსი).

საფრანგეთი რედაქტირება

საფრანგეთში არსებობს იდეოლოგია საფრანგეთის ბუნებრივი საზღვრების შესახებ.

სერბეთი რედაქტირება

დიდი სერბეთის იდეა, სერბი ნაციონალისტების ირედენტისტული იდეოლოგიაა, რომელიც სერბების ისტორიული რეგიონების გაერთიანებას გულისხმობს. ყველა სერბის გაერთიანების მიზანი ეხება ერთ ქვეყანაში სერბების გაერთიანებას, რომელიც ამჟამინდელი სერბეთის გარშემო რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიების დასაკუთრებასაც გულისხმობს.

უნგრეთი რედაქტირება

უნგრეთის აღორძინების იდეა, პირველ მსოფლიო ომამდე არსებული უნგრული დიდების აღდგენის იდეაა, რომელიც აერთიანებდა ეთნიკურ უნგრელებს.

ფინეთი რედაქტირება

დიდი ფინეთის იდეასთან ერთად, ფინეთში პერიოდულად წამოიწევა საკითხი კარილიის შესახებ.

ჩრდილოეთ მაკედონია რედაქტირება

ზოგიერთი ჩრდილოეთ მაკედონიელი ნაციონალისტი ირედენტისტულ კონცეპტს ემხრობა, რომელიც გაერთიანებული მაკედონიის სახელითაა ცნობილი. იდეა მოიცავს ბერძნული მაკედონიის ტერტიორიების შემოერთებას, ასევე ბულგარეთის მიწების ნაწილის, ალბანეთისა და სერბეთს.

მექსიკა რედაქტირება

გვადალუპე იდალგოს შეთანხმების მიხედვით (1848 წ.) მექსიკასა და ამერიკას შორის ომის (1845-1848) დასრულების შემდეგ მექსიკა აშშ-ს დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიებზე აცხადებს პრეტენზიას. კორტინასა და პიზანას აჯანყებები 1859 და 1915 წელს ინსპირირებული იყო ირედენტისტული იდეებით.

მექსიკაში ასევე აქტუალურია ჩიკანოების მოძრაობა და აცტალანის, როგორც ჩიკანოების მიწის იდეა, რომელიც აშშ-ს ტერიტორიების ნაწილის ჩიკანოებისთვის გადაცემას გულისხმობს.

უთანხმოებები საზღვარზე და სახელმწიფოთა ექსპანსიონიზმი, რომლებიც ირედენტიზმთან არიან დაკავშირებულები

ავღანეთი რედაქტირება

ავღანეთის საზღვარი პაკისტანთან, დურანდის ხაზითაა ცნობილი, აღიარებულია ავღანეთსა და ბრიტანულ ინდოეთს შორის 1893 წლის შეთანხმებით. ამ საზღვრის გავლებით პაშტუნის ტომები გაიყვნენ და ორ დამოუკიდებელ ნაწილად — საზღვრების სხვადასხვა მხარეს. ავღანეთი დღემდე სადაოდ ხდის დურანდის ხაზს და სამომავლო პერსპექტივაში პაშტუნების გაერთიანების იდეას ემხრობა, რაც ავღანურ-პაკისტანურ ურთიერტობებზე უარყოფითად აისახება.

კორეა რედაქტირება

დაარსების დღიდან კორეის ნახევარკუნძულზე მდებარე ორივე სახელმწიფო ერთმანეთის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.

ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციის მიხედვით გაერთიანება აუციელებლი მიზანია, თუმცა სამხრეთ კორეა მიჩნეულია, როგორც ერთეული, რომელიც ახდენს კორეის მიწის ოკუპაციას. ჩრდილოეთ კორეა — სამხრეთ კორეას დიპლომატიურ დონეზე არ აღიარებს.

სამხრეთ კორეის კონსტიტუციის მიხედვით, სამხრეთ კორეა ავრცელებს საკუთარ იურისდიქციას მთლიან ნახევარკუნძულზე. 1949 წელს ჩრდილო კორეული პროვინციის კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც შედგება ჩრდილოეთ კორეის ხუთი პროვინციის ხელმძღვანელი პირებისგან, რომლებსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ნიშნავს. ორგანო წმინდა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

ირედენტიზმი და საქართველო რედაქტირება

საქართველოს სამეფო რედაქტირება

საქართველოს სამეფო, გარკვეულ წრეებში დიდი საქართველოს სინონიმია. საქართველომ სიძლიერის პიკს XII-XIII საუკუნეებში მიაღწია, როდესაც გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე. ოქროს ხანა კი მეფე თამარის მეფობის წლებს ემთხვევა. ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე თუ ნაციონალური ჯგუფები სწორედ ამ პერიოდის საქართველოს გეოგრაფიულ საზღვრებს მოიხსენიებენ, როგორც დიდი საქართველოს სინონიმს.

თანამედროვე ირედენტიზმი რედაქტირება

აზერბაიჯანის მიმართ რედაქტირება

2015 წელს საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანის „გაბალას“ დაპირისპირების დროს, თბილისში, დინამო არენაზე, თბილისელმა ულტრასებმა ირედენტისტული საფუძვლებით გამოფინეს ბანერები წარწერით „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი. 1921“, რამაც სტუმართა გუნდის გულშემატკივრებში გაღიზიანება გამოიწვია.

შემთხვევამდე ერთი წლით ადრე საჩხერის „ჩიხურის“ ულტრასებმა, ბაქოს სტადიონზე მსგავსი შინაარსის ბანერები გამოკიდეს, რომელსაც თან დაურთეს ქართველი პოეტის ოთარ ჭილაძის სიტყვები:

 
„მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“

მატჩის მსვლელობისას ქართველი გულშემატკივრებსა და აზერბაიჯანელ ქომაგებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.

თურქეთის მიმართ რედაქტირება

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან ყველაზე აქტიური საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“, საკუთარ განცხადებებში ხშირად ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ისტორიულ მიწებზე, რომლებიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. მათი უკანასკნელი განცხადებები ასევე ყარსის ხელშეკრულებით ცნობილ შეთანხმებას უკავშირდება.

სამთავრობო პოზიცია რედაქტირება

საქართველოს მთავრობა ოფიციალური განცხადებების დონეზე მხარს არ უჭერს არც ერთ ირედენტისტულად განწყობილ მოძრაობას თუ პოლიტიკურ გაერთიანებას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Irredentists" . Encyclopædia Britannica. 14 (11th ed.). Cambridge University Press. p. 840.
  • Bozeman., Adda Bruemmer (1949). Regional Conflicts Around Geneva: An Inquiry Into the Origin, Nature, and Implications of the Neutralized Zone of Savoy and of the Customs-free Zones of Gex and Upper Savoy. Geneva. ISBN 9780804705127.
  • Чепиницкая П. Р. Категория «соотечественники за рубежом» в модусе этносоциологии // Теория и практика общественного развития. Научный журнал. Вып. 8. Краснодар: ИД «Хоре», 2011.
  • "WAR AND NATION: IDENTITY AND THE PROCESS OF STATE-BUILDING IN SOUTH AMERICA (1800-1840)". Leverhulme Trust. University of Kent. Retrieved 28 September 2019.
  • "CONSTITUTION OF THE ARGENTINE NATION". pp. Temporary Provisions. Archived from the original on 2011-06-04. Retrieved 12 January 2020.
  • "Argentina presses claim to Falkland Islands, accusing UK of colonialism". CNN. Retrieved 2012-01-08.
  • Christophe Jaffrelot (2004). A History of Pakistan and Its Origins. Anthem Press. p. 42. ISBN 9781843311492.
  • Huseyn Shaheed Suhrawardy : His Life". thedailynewnation.com. Retrieved 11 January 2015.
  • Constitution of BoliviaArchived 2017-10-24 at the Wayback Machine
  • "The One-China Principle and the Taiwan Issue". PRC Taiwan Affairs Office and the Information Office of the State Council. 2005. Archived from the original on 13 February 2006. Retrieved 2006-03-06.
  • UN General Assembly, Forty-ninth session: Agenda item 36Archived May 27, 2008, at the Wayback Machine
  • Security Council S/PV. 1888 para 247 S/11967 "Archived copy". Archived from the original on 2008-03-17. Retrieved 2006-11-13."Archived copy". Archived from the original (PDF) on 2008-03-17. Retrieved 2013-10-21.
  • Yale H. Ferguson and R. J. Barry Jones, Political space: frontiers of change and governance in a globalizing world, page 155, SUNY Press, 2002, ISBN 978-0-7914-5460-2
  • Sucheta Majumder, "Right Wing Mobilization in India", Feminist Review, issue 49, page 17, Routledge, 1995, ISBN 978-0-415-12375-4
  • Ulrika Mårtensson and Jennifer Bailey, Fundamentalism in the Modern World (Volume 1), page 97, I.B.Tauris, 2011, ISBN 978-1-84885-330-0
  • McIntyre, Angus (1973). "The 'Greater Indonesia' Idea of Nationalism in Malaysia and Indonesia". Modern Asian Studies. 7(1): 75–83. doi:10.1017/S0026749X0000439X
  • A/RES/181(II) of 29 November 1947". United Nations General Assembly.
  • The Committee Office, House of Commons. "Answer to Q257 at the FAC hearing". Publications.parliament.uk. Retrieved 2013-08-05.
  • Bogdani, Mirela; John Loughlin (2007). Albania and the European Union: the tumultuous journey towards integration. IB Taurus. p. 230. ISBN 978-1-84511-308-7. Retrieved 2010-05-28.
  • Likmeta, Besar (17 November 2010). "Poll Reveals Support for 'Greater Albania'". Balkan Insight.
  • Likmeta, Besar (17 November 2010). "Poll Reveals Support for 'Greater Albania'". Balkan Insight.
  • "Balkan Monitor: Insights and Perceptions: Voices of The Balkans" (PDF). Gallup. 2010. Archived from the original(PDF) on 14 December 2010.
  • Albania celebrates 100 years of independence, yet angers half its neighbors Associated Press, November 28, 2012
  • The Origins of War: From the Stone Age to Alexander the Great By Arther Ferrill – p. 70
  • Minorities in the Middle East: a history of struggle and self-expression By Mordechai Nisan
  • "Diaspora agrees to reintegrate Iranian Azerbaijan in Republic of Azerbaijan". abc.az. Archived from the original on 5 February 2016. Retrieved 30 August 2012.
  • Duiker, William J; Spielvogel, Jackson J. World History: From 1500. 5th edition. Belmont, California, USA: Thomson Wadsworth, 2007. Pp. 839.
  • Raymond A. Hinnebusch. The international politics of the Middle East. Manchester, England, UK: Manchester University Press, 2003 Pp. 209. (20.05.2020)
  • Middle East Contemporary Survey, Volume 14; Volume 1990. Pp. 606.
  • Kaufman, Asher (30 June 2014). Reviving Phoenicia: The Search for Identity in Lebanon. I.B.Tauris. ISBN 9781780767796 – via Google Books.
  • Kamal S. Salibi, "The Lebanese Identity" Journal of Contemporary History 6.1, Nationalism and Separatism (1971:76–86).
  • Pipes, Daniel (August 1988). "Radical Politics and the Syrian Social Nationalist Party". International Journal of Middle East Studies. (20.05.2020)
  • "odczarować mit Kresów Czas odczarować mit Kresów Marcin Wojciechowski, Gazeta Wyborcza 2010-04-12". (20.05.2020)
  • "La eterna disputa de Olivenza-Olivença | Edición impresa | EL PAÍS". Elpais.com. (20.05.2020)
  • Mateos, Natalia Ribas. The Mediterranean in the Age of Globalization: Migration, Welfare & Borders. Transaction Publishers.
  • Roumen Daskalov, Tchavdar Marinov, Entangled Histories of the Balkans - Volume One: National Ideologies and Language Policies; BRILL, 2013; ISBN 900425076X, p. 200. (20.05.2020)
  • "Introduction: Greece"
  • Tomasevich 1975, pp. 167–168.
  • Américo Paredes (1993). Folklore and Culture on the Texas-Mexican Border. University of Texas Press. pp. 25–26.
  • Dr. G. Rauf Roashan, "The Unholy Durand Line, Buffering the Buffer", Institute for Afghan Studies, August 11, 2001. Archived March 25, 2012, at the Wayback Machine (20.05.2020)
  • Harrison, Selig S. (11 May 2009). "The Fault Line Between Pashtuns and Punjabis in Pakistan". The Washington Post. (20.05.2020)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება