ირაჯ ესკანდერი (სპარს. ایرج اسکندری‎;  დ. 1907, თეირანი — გ.30 აპრილი, 1984, ლაიფციგი, გდრ) — ირანელი პოლიტიკოსი, ირანის სახალხო პარტიის გენერალური მდივანი, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი აჰმედ კავამის კოალიციურ მთავრობაში (1946).  თარგმნა კარლ მარქსის „კაპიტალის“ სამივე ტომი სპარსულ ენაზე.[1]

ირაჯ ისკანდერი
ვაჭრობის, ხელოსნობისა და ხელოვნების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აფვისტო 1946 – 16 ოქტომბერი 1946
პრემიერ-მინისტრი  აჰმად ჯავამი

ირანის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მარტი 1944 – 12 მარტი 1946

დაბადებული1907
თეირანი, ირანი
გარდაცვლილი30 აპრილი 1984 (77 ან 78 წლის)
ლეიფციგი, გდრ
მოქალაქეობაირანის დროშა ირანი
პოლიტიკური პარტიაირანის სახალხო პარტია
მამაიაჰია მირზა ესკანდერი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ყაჯარმა უფლისწულმა, ირაჯ  ესკანდერმა მიიღო ფრანგული განათლება.  იგი გახლდათ  ირანის სახალხო პარტიის პირველი გენერალური მდივანი და პარლამენტის წევრი. ისკანდერი 1937 წელს დააპატიმრეს 53 კომუნისტ აქტივისტთან ერთად და გაასამართლეს „53-იანელთა პროცესის“ საქმეზე . იმ პერიოდსი ისკანდერი რეზა რადმანეშთან ერთად პარტიის ხელმძღვანელობაში დომინანტი ზომიერი ფრაქციის ლიდერად ითვლებოდა.

ადრეული წლები რედაქტირება

ირაჯ ესკანდერი დაიბადა 1907 წელს თეირანში. მისი მამა იყო იაჰია მირზა ესკანდერი, ყაჯართა დინასტიის ერთ-ერთი უფლისწული, რომელიც მხარს უჭერდა 1906 წლის სპარსული კონსტიტუციის შემოღებას, ხოლო  ბიძა, სულეიმან მირზა ესკანდერი, ასევე  გახლდათ კონსტიტუციონალისტი უფლისწული  ყაჯართა დინასტიიდან.

ირაჯმა სწავლა ჯერ სეფერის სკოლაში დაიწყო, შემდეგ დარ ულ-ფუნუნში შევიდა და ბოლოს —  ირანის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში. 18 წლის ასაკში ირაჯმა სწავლა დაასრულა, 20 წლისა კი მამის თხოვნით და ბაბუის დახმარებით საფრანგეთში გაემგზავრა იურიდიული ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად.[2]

მარქსიზმის იდეების გაცნობა რედაქტირება

 
ირაჯ ისკანდერი და რეზა რადმანეში

საფრანგეთში ყოფნისას ირაჯს მარქსისტული იდეოლოგია მასთან დაახლოებულმა ბულგარეელმა მეგობარმა და სტუდენტმა გააცნო, რომელმაც კარგად იცოდა მარქსიზმი. ამან ირაჯის უდიდესი აღტაცება გამოიწვია და გააღრმავა მისი ინტერესი მარქსიზმისადმი. დაინტრესდა მისი შემდგომი შესწავლით. ბიძის სულეიმან მირზას რჩევით, ირაჯი დაუკავშირდა ირანელი სტუდენტების ჯგუფს, რომლებიც სწავლობდნენ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.  მათ დააარსეს და ხელმძღვანელობდნენ ირანის მემარცხენე სოციალისტურ- რევოლუციურ რესპუბლიკური პარტიას.[3]

ირანში დაბრუნება და კარიერა რედაქტირება

ირაჯ ისკანდერი ირანში 1931 წელს დაბრუნდა და  პროკურორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. ამასობაში მან თაგი ერანთან ერთად დააარსა მარქსისტული ჟურნალი Donya. ხუთი წლის შემდეგ, 1936 წელს, ირაჯმა დატოვა სამსახური  იუსტიციის სამინისტროში.

„53-იანელთა ჯგუფი“ რედაქტირება

 
ირანის სახალხო პარტიის ლიდერები. 1955 წ. (ისკანდერი მარჯვნიდან მეორე)

1937 წელს ირაჯ ესკანდერი დააპატიმრეს და 52 სხვა კომუნისტთან ერთად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათი საქმე ცნობილი გახდა სახელწოდებით „სასამართლო პროცესი ჯგუფ 53-იანელების მიმართ“. კომუნისტურ და ანტისამთავრობო პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის სულ 53 პოლიტიკოსი და აქტივისტი გაასამართლეს. ირაჯ ისკანდერმა სამი წელი გაატარა ციხეში, დიდი ბრიტანეთის და საბჭოთა კავშირის ჯარების ირანში შეჭრამდე და შაჰ რეზა ფეჰლევის იძულებით გადადგომამდე იგი იყო ერთ-ერთი პირველი პატიმარი, რომელიც გაათავისუფლეს.[4]

ირანის სახალხო პარტიის  დაარსება რედაქტირება

გათავისუფლების შემდეგ, ირაჯ ესკანდერმა გადაწყვიტა გამხდარიყო ირანის სახალხო პარტიის (ცნობილია როგორც  „თუდე“-ს პარტია) ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდა პროგრესული კომუნისტი ნაციონალისტების ახალი რადიკალური თაობის მოზიდვა. თავის დღიურში ირაჯი წერდა, რომ „მათ („თუდე“-ს პარტიის   დამფუძნებლებს] სურდათ შეექმნათ დემოკრატიული, პატრიოტული და პროგრესული ძალების ეროვნული მოძრაობა სექტანტობაზე გაბატონების მიზნით“. ირანის სახალხო პარტიის პირველ ყრილობაზე გაძლიერდა მისი პოზიციები. იგი გახდა საბჭოს წევრი, რომელიც შედგებოდა  პარტიის პირველი სამი მდივნისგან.

მე-14 მოწვევის მეჯლისის არჩევნები რედაქტირება

ესკანდერი აირჩიეს მე-14 მოწვევის მეჯლისში, რომელიც წარმოადგენდა მაზანდარანის პროვინციის სარის რეგიონს 1944 წლის 6 მარტიდან 1946 წლის 12 მარტამდე. მეჯლისში ის გამოდიოდა  ირანის სახალხო პარტიის მხარდამჭერად, რომელიც  ემხრობოდა საბჭოთა კავშირის მიერ ირანის ნავთობის ექსპლუატაციას. ისკანდერმა მოგვიანებით სინანული გამოთქვა მსგავსი ქმედების გამო.

აჰმად კავამის კოალიციური მთავრობა რედაქტირება

1946 წლის ივლისში, საკამათო გადაწყვეტილებით, აჰმად კავამმა სამი მინისტრის პოსტი ირანის სახალხო პარტიის წევრებს დაუთმო. კავამს სურდა მოსკოვთან დაძაბულობის შემცირება და მისი მთავრობის ურთიერთობების გაუმჯობესება საბჭოთა კავშირთან, ასევე ირანის სახალხო პარტიასთან დაკავშირებული შიდა და გარე პრობლემების გადაწყვეტა. აგვისტოს დასაწყისში ესკანდერი დაინიშნა ვაჭრობის, ხელოსნობისა და ხელოვნების მინისტრად (1946 წლის ოქტომბრამდე).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sbrahamian, Ervand (1999). Tortured Confessions: Prisons and Public Recantations in Modern Iran. University of California Press. pp. 76–78. ISBN 0520922905.
  2. Behrooz, Maziar. Rebels with a Cause: The Failure of the Left in Iran. London: I.B. Tauris, 2000. p. 75
  3. Ladjevardi, Habib. Labor Unions and Autocracy in Iran. Contemporary issues in the Middle East. Syracuse, N.Y.: Syracuse University Press, 1985. p. 141
  4. "مدخل ایرج اسکندری" [Iraj Eskandari's Entry]. دانشنامه ایران. Retrieved July 1, 2015. (სპარს.)