ირანის გეოგრაფია - ირანი სახელმწიფოა აზიაში. ფართობი 1,648,195 კმ².

ირანის ფიზიკური რუკა

ირანის სახმელოთო მეზობლებთა ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს , ერაყთან 1458 კილომეტრი,ყველაზე მოკლე კი სომხეთთან 35 კილომეტრი

ირანის უმაღლესი მწვერვალია - დემავენდი (სიმაღლე 5.604 მეტრი), რომელიც მდებარეობს მაზანდარანის ოსტანში,

უდიდესი მდინარეაქარუნი 830 კმ. ირანის უდიდესი ტბებია კასპიის ზღვა (ფართობი 371.000 კმ2.) და ურმია (ფართობი 5.800 კმ2.)

ქვეყნის უდიდესი ნაწილი მთიანი რელიეფით ხასიათდება, ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაშლილია ზაგროსის და კუხუდის მთათა სისტემები . კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გაუყვება ელბურსის მთები . ტერიტორიის ცენტრალურ და ღმოსავლეთ რეგიონებს იკავებს ირანის მთიანეთი . დაბლობებს უკავია ქვეყნის 7 % . ირანი განსაკუთრებით მდიდარია ნავთობით და გაზით . ირანის შიგა რაიონებში ბატონობს მშრალი სუბტროპიკული და ტროპიკული კონტინენტური კლიმატი , კასპიის ზღვისპირეთსი - ტენიანი სუბტროპიკული . ნალექების სიუხვით გამოირჩევა ელბრუსის მთების ჩრდილოეთი კალთები . ირანი ჰიდროგრაფიული ქსელით ღარიბი ქვეყანაა .

ირანის მთები რედაქტირება

  1. დემავენდი (5610 მ)
  2. ალამ-კუხი (4850 მ)
  3. საბალანი (4811 მ)
  4. დენა (4450 მ)
  5. ზარდ-კუხი (4250 მ)
  6. შირ-კუხი (4050 მ)
  7. ტაფტანი (4025 მ)
  8. ტოჩალი (3964 მ)
  9. ეზვა (3810 მ)
  10. სახანდი (3700 მ)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება