ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი (დ. 5 იანვარი, 1951, თბილისი) — ქართველი პედიატრი. ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პედიატრიის კათედრის გამგე, პროფესორი (1994). თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).

ბიოგრაფია რედაქტირება

ირაკლი ფავლენიშვილმა 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა N3 საავადმყოფოში. 1975-1980 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1980-1985 წლებში ასისტენტი. 1986-1988 წლებში დოცენტი. 1988 წლიდან პედიატრიის კათედრის გამგე. 1991-1994 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი. ავტორია 203 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 83 გამოქვეყნებულია უცხოურ გამოცემებში. მისი შრომები ცალკეულ თავებად შესულია 5 მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოში. ეკუთვნის 4 მეთოდიკური რეკომენდაცია და 15 რაციონალური წინადადება. გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია. არის ჟურნალ „საქართველოს პედიატრის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი ზოგად პედიატრიაში. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემაზე: „პერიფერიული სისხლის ლეიკოციტების ფერმენტული სტატუსი და ულტრასტრუქტურა ახალშობილთა სტაფილოკოკური სეფსისის დროს“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება