ირაკლი ალექსის ძე ოჩიაური (დ. 20 ნოემბერი, 1924, ახიელი — გ. 4 დეკემბერი, 2015) — ქართველი მოქანდაკე, ოქრომქანდაკებელი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1978). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). გოგი ოჩიაურის ძმა.

ირაკლი ოჩიაური

ირაკლი ოჩიაური სახლში
დაიბადა 20 ნოემბერი, 1924
დაბადების ადგილი ახიელი, დუშეთის რაიონი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრკ
გარდაიცვალა 4 დეკემბერი, 2015 (91 წლის)
ეროვნება ქართველი
სფერო მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია რედაქტირება

ირაკლი ოჩიაური დაიბადა მამის — ალექსი ოჩიაურისა და დედის — ნათელა ბალიაურის ოჯახში. ირაკლი ოჩიაურმა მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის რჩევით 1951 წელს დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. მისი პედაგოგები იყვნენ: სილოვან კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე, ვასილ შუხაევი, სერგო ქობულაძე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ვაჟა-ფშაველა“ (ხელმძღვანელი იაკობ ნიკოლაძე). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1954-იდან, 1979-იდან პროფესორი).

გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან, ამავე წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1952–1953 წლებში პირკელმა შექმნა ჭედური ნამუშევრები, რამაც ფაქტობრივად საფუძველი დაუდო თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების აღორძინებას და შემდგომ განვითარებას. მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში: ფერწერასა და გრაფიკაში, პორტრეტსა და ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში, დაზგურ გრაფიკასა და ლითონმქანდაკებლობაში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მეტყველი პლასტიკურობა, დაძაბული დინამიკა, რიტმი, დეკორატიულობა, მაღალი პროფესიული ოსტატობა. ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმსა და იაპონიის, აშშ-ის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. ოჩიაურის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ძირითადი ნამუშევრები რედაქტირება

  • ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი (1959, ბრინჯაო, სტეფანწმინდა);
  • ვაჟა-ფშაველას ძეგლი (1985, დუშეთი);
  • „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“ (1967, ბრინჯაო, ტრეტიაკოვის გალერეა);
  • „სტუდენტი გოგონას პორტრეტი“ (1953, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი);
  • „ინჟინერ ირინე ჯანდიერის პორტრეტი“ (1956, მარმარილო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
ჭედური ნამუშევრები

გამოფენები რედაქტირება

  • მონრეალის მსოფლიო (1969).
  • ოსაკის (იაპონია, 1972)
  • ვენეციის ბიენალე

პერსონალური:

  • დასავლეთ ბერლინი
  • ავსტრია
  • ბელგია
  • ნიდერლანდები
  • ნორვეგია
  • სირია

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება