ირაკლი მეზურნიშვილი

ირაკლი მეზურნიშვილი (დ. 2 აგვისტო, 1985, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი.

ირაკლი მეზურნიშვილი
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1985 (1985-08-02) (38 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

2007 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი („МГИМО“ „მგიმო“).

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დააარსა „დამოუკიდებელი ქართული კლუბი“, რომელშიც ქართველი სტუდენტები გაწევრიანდნენ; 2007 წლიდან აქტიურად ჩაება სამეცნიერო საქმიანობაში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია წამყვან ფინანსურ ჟურნალებში; 2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში, საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში; 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე; 2015 წელს შექმნა სატელევიზიო ფორმატი და ჩაწერა ინტერვიუ მსოფლიოს ცნობილ ტოპმენეჯერებთან ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და მოსკოვში; დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც საქართველოს და აშშ-ს მრავალწლიან მეგობრობას ეხება. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (კასპის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

სადოქტორო დისერტაციის თემა „ინტეგრაციული პროცესების განვითარება საერთაშორისო სავალუტო სფეროში“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება