ირაკლი მათიკაშვილი

ირაკლი ლავრენტის ძე მათიკაშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1898, სოფელი პატარძეული — გ. 11 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი ვეტერინარი ექიმი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1955), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია რედაქტირება

1928 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის სავეტერინარო ინსტიტუტი. 1929-1945 წლებში იყო საქართველოს ექსპერიმენტული ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის პროტოზოოლოგიის ლაბორიის გამგე. პარალელურად 1934 წლიდან კითხულობდა ლექციებს საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის კათედრაზე; 1959 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის გამგე.

იკვლევდა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პიროპლაზმიდოზებს. ავტორია სახელმძღვანელოებისა:

  • „სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პროტოზოოლოგია, არაქნოლოგია-ენტომოლოგიით“ (1936),
  • „ვეტერინარული პროტოზოოლოგია (არაქნოენტომოლოგიით)“ (1958).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება