ირაკლი ზარქუა (დ. 16 იანვარი, 1982, წალენჯიხა[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. იკავებდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ირაკლი ზარქუა
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1982 (1982-01-16) (42 წლის)
დაბადების ადგილი წალენჯიხა
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია რედაქტირება

2003-2006 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში. 2006-2009 წლებში იყო „TBC ბანკის“ ოპერატორების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილების უფროსი. 2011-2014 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში. 2017-2018 წლებში იყო ქონებისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი. 2018-2020 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-04. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.