იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა

იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს საბურთალოს რაიონში (საბურთალო); არჩილ სულაკაურისა და ალექსანდრე ქუთათელის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. ადრე ალვანის ქუჩა ერქვა. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია საბურთალოს ახალი ქუჩების სიაში. 30-იან წლებში წითელი პარტიზანების ქუჩა დაერქვა. 1991 წელს იპოლიტე ხვიჩიას სახელი ეწოდა.

იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
წინა სახელები ალვანის ქუჩა, წითელი პარტიზანების ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება