იოსებზილიხანიანი“ — იოსებისა და ზელიხას ლეგენდის სპარსული ლიტერატურული ვერსიების ქართული რედაქციები. პირველი მათგანი, XVI საუკუნის ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, მომდინარეობს ჯამის მიმბაძველთა წრეში შემუშავებული ვერსიიდან. მთარგმნელი თავისუფლად ეკიდება დედანს, განიცდის ვეფხისტყაოსნის პოეტიკის გავლენას (ტექსტში ერთგან იხსენიება ზაალი, ამიტომ ამ ვერსიას პირობიტად ზაალისეულსაც უწოდებენ) „იოსებზილიხანიანის“ მეორე ქართული ვერსიის (1629) ავტორია თეიმურაზ I, თეიმურაზის თხზულების წყარო დაუდგენელია. კორნელი კეკელიძის აზრით, ეს არის „თავისებური კომბინაცია ბიბლიური ეპიზოდისა და მისთვის ცნობილი აღმოსავლური ვერსიებისა“. „იოსებზილიხანიანის“ ქართულ ვერსიებს დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლური ვერსიების შესწავლისათვის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გავახარია ა., „იოსებზილიხანიანის“ ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, ტ. 1, თბ., 1958