იორგოს ლანთიმოსი (ბერძ. Γιώργος Λάνθιμος; დ. 27 მაისი, 1973) — ბერძენი მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

იორგოს ლანთიმოსი

იორგოს ლანთიმოსი 2015 წელს
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1973
ათენი, საბერძნეთი
სხვა სახელები იორგოს ლანთიმოსი
მეუღლე(ები) არიანე ლაბედი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლანთიმოსი დაიბადა ათენში. სწავლობდა კინოსა და სატელევიზიო რეჟისურას ათენის ბერძნული კინოსა და ტელევიზიის სკოლაში. 90-იან წლებში ბერძნული თეატრალური ცეკვის კომპანიებისათვის იღებდა კლიპებს, რომელთა რეჟისორიც თავად იყო. 1995 წლიდან იღებს სატელევიზიო რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებს. აგრეთვე, არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა და ექსპერიმენტულ დადგმის რეჟისორია[1]. ლანთიმოსი იყო ერთ-ერთი იმ შემოქმედებით ჯგუფში, რომელთაც 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები დადგეს[2].

ლანთიმოსის, როგორც კინოს რეჟისორის კარიერა 2000-იანი წლებიდან იწყება. პირველი ფილმი, რომელიც ლაკის ლაზოპულოსთან ერთად გადაიღო, იყო „ჩემი საუკეთესო მეგობარი“. მისი მესამე ფილმი „ეშვი“ 2009 წლის კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა[3], ხოლო ოსკარის რიგით 83-ე დაჯილდოებაზე ნომინირებულ იქნა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაზე. ფილმი „ლობსტერი“ არტეს საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი გახდა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sakaridis, Yannis. "10 Greek Filmmakers to Watch". Raindance Film Festival. Archived from the original on July 27, 2011. Retrieved 2 February 2011.
  2. "DOGTOOTH - Press Kit" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (PDF). Cannes Film Festival. Retrieved 2009-05-23.
  3. Pavlaki, Despina (2009-10-25). "Film: Dogtooth" დაარქივებული 2012-03-06 საიტზე Wayback Machine. . Athens News. Retrieved 2 February 2011.