იონიელები (ბერძნ.: Ἴωνες, Íōnes, მხოლ. Ἴων, Íōn) — სამ ძირითად ძველბერძნულ ტომთაგან ერთ-ერთი. სახელი მიიღეს ლეგენდარული გმირი იონისგან, რომელიც ამ ტომის წინაპარ-ფუძემდებლად ითვლება. სახლობდნენ ატიკის ტერიტორიაზე, ასევე კუნძულებზე ქიოსი, სამოსი, ნაქსოსი და სხვ. ძვ. წ. XI-XIX საუკუნეებში მათ აითვისეს მცირე აზიის დასავლეთი სანაპირო (იონიის მხარე), შემდეგ კი შავი და მარმარილოს ზღვის ახლომდებარე სანაპიროებიც. იონიურ დიალექტზე, რომელიც შემდეგ ფართოდ გავრცელდა, შემონახულია დიდი რაოდენობით ლიტერატურა (მაგ. ჰომეროსის პოემები, ჰეროდოტეს თხზულებები) და ეპიგრაფიული ძეგლების დიდი ნაწილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • J.A.R Munro. "Pelasgians and Ionians". The Journal of Hellenic Studies, 1934 (JSTOR).
  • R.M. Cook. "Ionia and Greece in the Eighth and Seventh Centuries B.C." The Journal of Hellenic Studies, 1946 (JSTOR).