იონა (ამერიკის მიტროპოლიტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იონა.

მიტროპოლიტი იონა (ინგლ. Metropolitan Jonah, ერისკაცობაში — ჯეიმზ პაფხაუზენი, ინგლ. James Paffhausen Jr; დ. 20 ოქტომბერი, 1959, ილინოისი, ჩიკაგო) — ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მთავარეპისკოპოსი, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი. მიტროპოლიტად აირჩიეს 2008 წლის 12 ნოემბერს, ხოლო აღსაყდრება მოხდა 28 დეკემბერს, ვაშინგტონში.

იონა
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა

ამერიკის და კანადის პატრიარქი
ეკლესია ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
საერო სახელი ჯეიმზ პაფჰაუზენი
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1959 (აშშ-ის დროშა აშშ)
ეროვნება ამერიკელი
რელიგია ქრისტიანობა

ბიოგრაფია რედაქტირება

მიტროპოლიტი დაიბადა 1959 წელს ჩიკაგოში (ილინოისის შტატი) და იყო მონათლული საეპისკოპოსო ეკლესიაში. შემდეგ მისი იჯახი გადასხლდა კალიფორნიაში, ქალაქ ლა-ჰოიაში, სან-დიეგოს სიახლოვეს. უმაღლესი განათლება მიიღო სან-დიეგოში, შემდეგ კი სანტა-კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტში. 1978 წელს მიიღო მართლმადიდებლობა მოსკოვის საპატრიარქოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სან-დიეგოს ეკლესიაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ განაღლება მიიღო კრესტვუდში, ნიუ-იორკის შტატი. 1985 წლიდან - ღვთისმეტყველების კანდიდატი (Master of Divinity); 1988 წლიდან ღვთისმეტყველების მაგისტრი (Master of Theology) დოგმატიკის საკითხებში. განათლების მიღება გააგრძელა ქალაქ ბერკლის დოქტორანტურაში, კალიფორნია, თუმცა შეწყვიტა განათლების მიღება ბერ-მონაზვნური ცხოვრებისთვის. 1980 წლებში იმყოფებოდა სსრკ-ში, მოსკოვში, სადაც ურთიერთობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებასთან და ეცნობოდა რუსული ეკლესიის ცხოვრების წესს. მისი სულიერი მამა გახდა ვალაამის მონასტერი წინამძღვარი, აქიმანდრიტი (2005 წლის 2 ივნისიდან ტროიცკის ეპოსკოპოსი) პანკრატი. 1994 წელს გახდა დიაკვანი, ხოლო შემდეგ პრესვიტერი. 2008 წლის 12 ნოემბერს XV სრულამერიკულ საეკლესიო კრებაზე პიტსბურგში, პენსილვანია, იგი აირჩიეს ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსად, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტად.[1][2]. 2009 წლის ნოემბერში გახდა ერთ-ერთი აშშ-ს იმ ქრისტიანულ ლიდერთა შორის, რომლებმაც ხელი მანჰეტების დეკლარაციას მოაწერეს.

ჯილდოები რედაქტირება

თანამდებობის დატოვება რედაქტირება

თანამდებობა დატოვა 2012 წლის 7 ივლისს.[4] მიტროპოლიტმა იონამ მიმართა სინოდს გადადგომის თხოვნასთან დაკავშირებით, შედგა სატელეფონო კონფერენცია, რომელსაც ყველა ეპისკოპოსი ესწრებოდა, გარდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა, მეხიკოსა და სრულიად მექსიკის მთავარეპისკოპოსისა ალეხოსი.

მიტროპოლიტმა იონამ შემდეგი სიტყვებით მიმართა სინოდის წევრებს:

 
„ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს. ძმებო,

თქვენი ერთსულოვანი თხოვნის საფუძველზე, რომელიც მე გადმომცა კანცლერმა ჯო ჯილიომ, გადავწყვიტე დამეტოვებინა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის თანამდებობა და უმორჩილესად გთხოვთ შევითავსო სხვა საეპისკოპოსო მსახურება.

დიდი ხანია მივედი იმ დასკვნამდე რომ მე არ ვარ ღირსი მეკავოს ეს თანამდებობა, რადგან არ გამაჩნია შესაბამისი ნიჭი, არც არასდროს მიოცნებია ამ თანამდებობაზე.

იმედი მაქვს ჩემს ფინანსურ მდგომარეობასაც გაითვაისწინებთ, როგორც გარდამავალ ისე მომდევნო ადგილის შერჩევისას. საკუთრი საჭიროებების გარდა წარმოვადგენ ჩემი მშობლებისა და დების დახმარების მთავარ წყაროს.

დიდი მადლობა და შენდობას გთხოვთ ყველას თუ ოდესმე გაწყენინეთ და ყველა იმ სირთულის, გამო რომლებიც წარმოიშვა ჩემი ნაკლოვანებებით და შეცდომებით გადაწყვეტილებების მიღებისას.

ილოცეთ ჩემთვის, ვრჩები თქვენი ერთგული,

მიტროპოლიტი იონა — მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა.“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება