იოლ-დერეს პირველი ხიდი

ხიდი თურქეთში

იოლ-დერეს პირველი ხიდი — ხიდი თურქეთში, ჩავუშლუ-იოლდერეს ხერთვისიდან 50 მ-ის დაშორებით. მისი თაღი არ გამოირჩევა გეომეტრიული სიზუსტით და გვიანდელ, ე. წ. ტიუდორების თაღს ემსგავსება. სტატისტიკური მონაცემები: ხიდის სიგრძე — 18,30 მ, სიგანე — 2,80 მ, სიმაღლე წყლის დონიდან კეხამდე — 5,60 მ. ხიდის ორივე ბურჯი კლდოვან რელიეფშია ჩასმული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 65 ISBN 978-9941-0-6458-6.