იოზეფ შუმპეტერი (დ. 8 თებერვალი, 1883, ტრეშტი, მორავია — გ. 8 იანვარი, 1950, სოლზბერი, აშშ) — ავსტრიელი ეკონომისტი და სოციოლოგი. 1919-1920 წლებში იყო ავსტრიის ფინანსთა მინისტრი, 1932 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი.

შუმპეტერი იყო კაპიტალიზმის თეორეტიკოსი, მას კაპიტალიზმის ფუნქციონირების წინაპირობად მიაჩნდა კერძო საკუთრება და სახელმშეკრულებო თავისუფლება. მისი ძირითადი ნაშრომია „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ (1942). შუმპეტერმა წამოაყენა ეფექტური კონკურენციის თეორია.

ლიტერატურა რედაქტირება