იოზეფ მასოპუსტი
იოზეფ მასოპუსტი (ჩეხ. Josef Masopust; დ. 9 თებერვალი, 1931 — გ. 29 ივნისი, 2015) — ჩეხი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იოზეფ მასოპუსტი | ||
დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1931 | ||
დაბადების ადგილი |
სტრჟიმიცე, ჩეხოსლოვაკია | ||
გარდაცვალების თარიღი | 29 ივნისი, 2015 (84 წლის) | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1950–1952 | ვოდოტეხნა | 54 | (10) |
1952–1968 | დუკლა პრაღა | 386 | (79) |
1968–1970 | კროსინგი | 68 | (29) |
ეროვნული ნაკრები | |||
1954–1966 | ჩეხოსლოვაკია | 63 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იოზეფ მასოპუსტმა კარიერის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კლუბ დუკლა პრაღაში გაატარა, სადაც უნივერსალური ტიპის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და თანაბარი წარმატებით ართმევდა თავს, როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფუნქციებს. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ნაკრებში 1954–1966 წლებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 10 გოლი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატზე, სადაც ჩეხოსლოვაკია ვიცე-ჩემპიონი გახდა, მასოპუსტი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამავე წელს France Football-მა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გადასცა ოქროს ბურთი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 61-ე ადგილზე დასახელდა.[1]
მიღწევები რედაქტირება
საკლუბო რედაქტირება
- ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატი: 1953, 1956, 1957–58, 1960–61, 1961–62, 1962–63, 1963–64, 1965–66
- ჩეხოსლოვაკიის თასი: 1960–61, 1964–65, 1965–66
სანაკრებო რედაქტირება
- მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1962
ინდივიდუალური რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
- ↑ 1962 Soccer World Cup Awards · All-Star Team. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2021