ინუინაქტუნი — ჩრდილოეთ კანადის ადგილობრივი ენა. არ არსებობს ერთიანი მოსაზრება მისი სტატუსის შესახებ. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას ინუკტიტუტის დიალექტად განიხილავს, რადგან ამ ენასთან მჭიდრო ნათესაური კავშირი და მსგავსება აკავშირებს. ნუნავუტისა და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების პროვინციების მთავრობებმა ინუინაქტუნი ინუკტიტუტთან ერთად რეგიონის ოფიციალურ ენად აღიარეს.[1]

ინუინაქტუნი
Inuinnaqtun
გავრცელებულია კანადის დროშა კანადა
მოლაპარაკეთა რაოდენობა 4.000
ოფიციალური სტატუსი კანადის დროშა კანადა: ნუნავუტის პროვინცია და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები
ლინგვისტური კლასიფიკაცია ესკიმოსურ-ალეუტური ენები
ესკიმოსური ენები
ინუინაქტუნი
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO 639-1: iu
ISO 639-2: iku
ISO 639-3: ikt, iku

ინუინაქტუნზე საუბრობს კიტიკმეოტის რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი დასახლებების, კეიმბრიჯ-ბეისა და კუგლუკტუკის მაცხოვრებლები, ასევე იოა-ჰეივენის მოსახლეობა. ინუკტიტუტისაგან განსხვავებით ინუინაქტუნი იწერება არა კანადის ჩრდილოეთში გავრცელებული ადგილობრივი მარცვლოვანი დამწერლობით, არამედ ლათინური ანბანით.

სქოლიო რედაქტირება

  1. Northwest Territories Official Languages Act, 1988 დაარქივებული 2005-04-08 საიტზე Wayback Machine. (as amended 1988, 1991-1992, 2003)