ინკების მითოლოგია

ინკების მითოლოგია უამრავ ისეთ ამბავსა და ლეგენდას შეიცავს, რომელიც მათი რელიგიური მრწამსის ახსნის საშუალებას იძლევა.

სტატიები თემატიკაზე
ინკების ცივილიზაცია
საზოგადოება
განათლება
რელიგია
მითოლოგია
გზები
არმია
სოფლის მეურნეობა
სამზარეულო
ინკების ისტორია
ინკების იმპერია
დაპყრობა
ვირაკოჩა
ინტი

კათოლიკე მისიონერმა მღვდლებმა, რომლებიც ინკების მიწაზე ფრანსისკო პისაროს მიერ მათი იმპერიის დაპყრობის შემდეგ გამოჩნდნენ, ინკების კულტურის ჩანაწერები თითქმის მთლიანად დაწვეს. ამჟამად არსებული თეორიის თანახმად, რომელიც წამოაყენა მეცნიერმა გარი არტონმა, ინკების დამწერლობის სისტემას წარმოადგენდა კიპუ, რომელსაც უზარმაზარი ინფორმაციის შენახვა შეეძლო. დღესდღეობით ინკებზე არსებული ყველა ინფორმაცია ეყრდნობა კათოლიკე მღვდლების ჩანაწერებს, რომლებიც საკუთარი თვალებით ხედავდნენ მათ წეს-ჩვეულებებს ან მათ ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებზე გამოსახული ნახატები ეუბნებოდნენ ბევრ რამეს ამის შესახებ. უამრავმა მითმა და ლეგენდამ კი დღემდე მოაღწია გადარჩენილ ინკებში.

ძირითადი მითები რედაქტირება

ძალზედ ბევრი, ერთმანეთში არეული ლეგენდა არსებობს მანკო კაპაკის — ინკების დინასტიის დამაარსებლის შესახებ, განსაკუთრებით რაც შეეხება მის დაბადებას და კუსკოს სამეფოს დაარსებას. ერთი ლეგენდის მიხედვით, ის იყო ღმერთ ვირაკოჩას ძე, მეორე ლეგენდის თანახმად, იგი იყო მზის ღმერთ ინტის ვაჟი, რომელიც იშვა ტიტიკაკას ტბის სიღრმეში.

ასევე უამრავი მითი არსებობს მანკო კაპაკის ინკების მმართველობაში მოსვლის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მანკო კაპაკი და მისს ძმა პაჩა კამაკი იყვნენ მზის ღმერთ ინტის შვილები. ამავე მითს თუ დავუჯერებთ, მანკო კაპაკი და მისი და-ძმები მზის ღმერთმა შემდეგნაირად მოავლინა დედამიწაზე: ერთ დღეს, ისინი პაკარიტამბოს გამოქვაბულიდან ოქროს კვერთხებით (ინკა იუარი) ხელში მოევლინნენ სამყაროს. მათ მითითებული ჰქონდათ, რომ აეშენებინათ მზის ღმერთის ტაძარი იქ, სადაც კვერთხი ჩაერჭობოდა მიწაში. მიწისქვეშა გამოქვაბულებით, ისინი გაემგზავრნენ კუსკოში, სადაც ააშენეს თავიანთი მამის, ინტის ტაძარი.

მეორე ვერსიის თანახმად, მანკო კაპაკი და მისი ძმები იშვნენ ტიტიკაკას წყლის სიღრმეებში.

ერთი მითის მიხედვით, მანკო კაპაკი იყო ღმერთ ვირაკოჩას ძე. ის და მისი და-ძმები (აიარ ანკა, აიარ კაში, აიარ უჩუ, მამა ოკლო, მამა უაკო, მამა რაუა), ცხოვრობდნენ კუსკოსთან ახლოს, პაკარი-ტამპუში და ისინი მოგზაურობისას თავიანთ გარშემო იკრებდნენ სხვადასხვა ტომის ხალხს. ერთხელაც, მათ გადაწყვიტეს კუსკოს ხეობის ხალხების დაპყრობა. ამ ლეგენდის თანახმადაც, მანკო კაპაკს ჰქონდა ოქროს კვერთხი, რომელიც მამამისმა უბოძა. ეჭვიანობის ნიადაგზე, მანკო კაპაკმა მოღალატურად დახოცა უფროსი ძმები და გახდა კუსკოს ერთადერთი მმართველი.

ღმერთები რედაქტირება

რომაელების მსგავსად, ინკები დაპყრობილ ხალხებს არ აიძულებდნენ საკუთარი რელიგიის უარყოფას. სწორედ ამიტომაა, რომ ინკების იმპერიაში არაერთი ღმერთის კულტი იყო გავრცელებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება