ინგლის-ჰოლანდიის ომი (1652-1654)

ინგლის-ჰოლანდიის ომი — ომი ინგლისსა და შეერთებულ პროვინციებს (ნიდერლანდების რესპუბლიკა) შორის მსოფლიო ვაჭრობასა და კოლონიებში ჰეგემონიისათვის.

ომი გამოიწვია ინგლისის უარმა გაეუქმებინა 1651 წლის სანავიგაციო აქტი. საზღვაო ბრძოლები (პლიმუთის - 1652, ნიუპორტისა - 1652 და 1653, პორტლენდისა - 1653) გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თანდათანობით უპირატესობა ინგლისის მხარეზე გადავიდა. ინგლისის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა დაიწყო ჰოლანდიის სანაპიროს ბლოკადა, ომის ბედი ინგლისის სასარგებლოდ გადაწყდა. 1654 წლის 14 აპრილს დაიდო უესტმინსტერის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც ჰოლანდია სანავიგაციო აქტს უნდა შერიგებოდა.

ლიტერატურა რედაქტირება