ინგლის-ავღანეთის მეორე ომი

ინგლის-ავღანეთის მეორე ომიინგლისის კოლონიური ომი ავღანეთის წინააღმდეგ. 1878 წელს ინგლისი ჯარები შეიჭრნენ ავღანეთში, 1879 წლის იანვარში დაიკავეს ყანდაარი. ამირა იაყუბ-ხანმა ინგლისთან დადო ხელშეკრულება, რომელმაც გამოიწვია სახალხო აჯანყება 1879 წლის სექტემბერში. 1880 წლის 27 ივლისს ყანდაარის ახლოს ავღანელებმა გაანადგურეს ინგლისის ბრიგადა. ქაბულში ინგლისელებს ალყა შემოარტყა აჯანყებულთა თითქმის 100 ათასიანმა არმიამ. ინგლისმა ხელი აიღო ავღანეთის დაპყრობაზე, თუმცა 1880 წელს ამირა აბდურაჰმანთან შეთანხმების საფუძველზე დაწესდა ინგლისის კონტროლი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება