ინგლისური ვიკიპედია

ვიკიპედიის ინგლისურენოვანი განყოფილება

ინგლისური ვიკიპედია (ინგლ. English Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება ინგლისურ ენაზე. შეიქმნა 2001 წელს 15 იანვარს. 2009 წლისთვის აღწევდა 3 მილიონ სტატიას, 2013 წლის დასაწყისისთვის კი 4 მილიონს გადააჭარბა (ახლა 6815782). სტატიების რაოდენობის მიხედვით ინგლისური ვიკიპედია არის და იყო ყველაზე მდიდარი; მას მოსდევს გერმანული ვიკიპედია, თუმცა სტატიათა რაოდენობა თითქმის სამჯერ ნაკლებია. 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ვიკიპედიის ყველა ენის მასშტაბით თითქმის ყოველი მეხუთე სტატია ინგლისურს ეკუთვნის.

ვიკიპედიის ნიშანი ინგლისური ვიკიპედია
English Wikipedia
განყოფილების ლოგო
მისამართი: en.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ინგლისური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის 15 იანვარი
სტატიების რაოდენობა: 6 815 782
გვერდების რაოდენობა: 60 511 677
რედაქტირებების რაოდენობა: 1 215 660 465
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 47 295 823
აქტიური მომხმარებელი: 122 836
ადმინისტრატორი: 861
სიღრმე: 1246.9

არსებობს ვიკიპედიის კიდევ ერთი განყოფილება Simple English Wikipedia, რომელიც მიზნად ისახავს იქონიოს სტატიები გამარტივებული ინგლისურით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება



  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ინგლისურ ენაზე
English Wikipedia