ლადიკი ან ინანჩოღულარები (თურქ. İnançoğulları Beyliği) — ანატოლიის თურქმანული ბეილიქი, რომელიც რუმის სელჩუკთა სასულთნოს დაშლის შედეგად წარმოიშვა. ბეილიქის დედაქალაქი ლადიკაში (დენიზლი) მდებარეობდა.[1]

ინანჩოღულარები
İnançoğulları Beyliği

ბეილიქი

1262 — 1368
დედაქალაქი ლადიკი
ენა თურქული
რელიგია სუნიტური ისლამი

ისტორია რედაქტირება

ინანჩოღულარები 1262-1368 წლებში თანამედროვე თურქეთის, დენიზლის პროვინციის მიდამოებს განაგებდნენ. ბეილიქის სახელი ანატოლიის ბერძნული ქალაქი ლაოდეკიასგან მომდინარეობს. თავდაპირველად ინანჩოღულარები რუმის სასულთნოს ემორჩილებოდნენ. 1335 წლისთვის მათ ილხანიდების მფარველობა მიიღეს, ხოლო მოგვიანებით კი გერმიანიდებს დაემორჩილდნენ. არსებობს ვარაუდი რომ ინანჩოღულარების დინასტია გერმიანიდების ერთ-ერთი შტოა.

ბეილიქის შექმნა უკავშირდება მეჰმედ ბეგის, რომელიც 1261 წელს რუმის სულთნის წინააღმდეგ აჯანყდა და მომდევნო წელს მონღოლთა მეშვეობით ნახევრად დამოუკიდებელი ბეილიქი ჩამოაყალიბა. მონღოლთა დაპყრობებისგან გამოქცეული თურქმანული ოჯახები ხშირად თავს დენიზლის (ლადიკი) მიდამოებს აფარებდნენ. გაურკვეველი მიზეზებით მეჰმედ ბეგი მონღოლებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. მის ნაცვლად კი ალი ბეი დანიშნეს, რომელიც მოგვიანებით რუმის სულთნის ქვეშევრდომი გახდა, ალი ბეგის შემდეგ ბეილიქს მისი შვილები ინანჩ ბეგი და ტოგან ფაშა მართავდნენ. 1368 წელს ქალაქი დენიზლი გერმიანიდების ხელში გადავიდა და ბეილიქმა არსებობა შეწყვიტა.

მართველთა სია რედაქტირება

მმართველი მმართველობის პერიოდი
მეჰმედ ბეგი 1261-1262
ალი ბეგი 1262-1305
ინანჩ ბეგი 1305-1335
მურად არსლან 1335-1362
იშაკ ბეგი 1362-1368

სქოლიო რედაქტირება