ილიკო ქურხულის ქუჩა

ილიკო ქურხულის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი); ნიკოლოზ იზაშვილის ქუჩიდან გუთნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ეტაპის ქუჩა ერქვა (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე), XX საუკუნის 60-იან წლებში ილიკო ქურხულის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც დაღესტნის გასასვლელი).

ილიკო ქურხულის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
უბანი ავლაბარი
წინა სახელები ეტაპის ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება