ილია იგორის ძე მახარაძე (დ. 1900? — გ. 1 სექტემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, არტილერისტი.

დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (1914), საიდანაც პოდპორუჩიკად ჩაირიცხა 1-ლ კავკასიურ მსროლელ საარტილერიო დივიზიონში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტებზე ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის მიღებული ჰქონდა წმ. ანას IV (მახვილებით და ბაბთით, 1914), III (მახვილებით და ბაბთით, 1915) და II (მახვილებით, 1915), წმ. სტანისლავის II (მახვილებით, 1915), წმ. ვლადიმერის IV (მახვილებით და ბაბთით, 1916), წმ. გიორგის IV ხარისხის (1917) ორდენები.[1] 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, მაიორის წოდებით მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას. მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ფოილოს ფრონტზე (1920).[2] გასაბჭოების შემდეგ დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში.

სქოლიო რედაქტირება

  1. Наградной лист 1-го Кавказского стрелкового артиллерийского дивизиона на поручика Махарадзе, 1917-07-14. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
  2. Квинитадзе Г. И. Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917-1921 / Г. И. Квинитадзе. — Paris : YMCA-press, 1985. — с. 181.