ილია დარჩიაშვილი

ქართველი დიპლომატი და ეკონომისტი.

ილია დარჩიაშვილი (დ. 21 თებერვალი, 1981, სიღნაღი) — ქართველი დიპლომატი და ეკონომისტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის 4 აპრილიდან.[1] მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა4 აპრილი, 2022
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიდავით ზალკალიანი

დაბადებული21 თებერვალი, 1981 (1981-02-21) (43 წლის)
სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობადიპლომატი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1981 წლის 21 თებერვალს სიღნაღში. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს იგივე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; გრენობლის ბიზნესის სკოლა (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 2011 წელს.

2003-2004 წწ. მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკაში“ ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად; 2004-2006 წწ. ბანკ „რესპუბლიკის“ ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად; 2006-2012 წწ. ბანკ „რესპუბლიკის“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი; 2012-2014 წწ. მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015 წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016 წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2017 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2021 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 2022 წლის 4 აპრილიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.[1]

მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურ, პოლონურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2022-04-05.