ილაის წიგნი (ინგლ. The Book of Eli) — 2010 წლის ამერიკული პოსტ-აპოკალიფსური ჟანრის ფილმი. მისი რეჟისორები არიან ალბერტ და ალენ ჰიუზები. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები დენზელ ვაშინგტონი და გერი ოლდმენი.

„ილაის წიგნი“
რეჟისორი ალბერტ და ალენ ჰიუზები
პროდიუსერი ჯო სილვერი, სიუზენ დაუნი, ენდრიუ კოსოვი, ბროდერიკ ჯონსონი, დენზელ უოშინგტონი
სცენარის ავტორი გერი ვიტა
როლებში დენზელ ვაშინგტონი
გერი ოლდმენი
მილა კუნისი
რეი სტივენსონი
ჯენიფერ ბილზი
კომპოზიტორი ატიკუს როსი
ოპერატორი დონ ბერჯისი
მონტაჟი სინდი მოლო
სტუდია Alcon Entertainment
Silver Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures (აშშ)
Summit Entertainment (მსოფლიო)
გამოსვლის თარიღი 15 იანვარი 2010
ხანგრძლივობა 117 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 80 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 157,091,718 აშშ დოლარი

ფილმის სიუჟეტი ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში. მთავარ გმირს, ილაის დავალებული აქვს ბიბლიის უკანასკნელი ასლის აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დაცულ ტერიტორიაზე მიტანა. ამ პერიოდის სამყაროს ისტორია ახსნილია მთელი ფილმის მანძილზე.

ფილმი გადაღებულია ნიუ-მექსიკოში. გადაღებები დაიწყო 2009 წლის თებერვალში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება