იკეია-სეკის კომეტა

იკეია-სეკის კომეტა, (იაპონ. 池谷・関彗星 (C/1965 S1)) — კომეტა, რომელიც 1965 წლის 18 სექტემბერს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს იაპონელმა დამკვირვებლებმა კაორუ იკეიამ და სეკი ცუტომუმ. აღნიშნულ დღეს იგი წარმოადგენდა მე-8 ვარსკვლავიერი სიდიდის დიფეზურ ობიექტს. გაიარა თითქმის პარაბოლურ ორბიტაზე. ეკუთვნის მცირე პერიჰელიუმის მანძილის მქონე კომეტებს; იკეია-სეკის კომეტამ 1965 წლის 21 ოქტომბერს გაიარა მზის გვირგვინში, ზედაპირიდან 500,000 კმ მანძილზე. მზის სიახლოვისას დღისითაც მოჩანდა, პერიჰელიუმში გავლის შემდეგ კი გათენებისას ჩანდა საკმაოდ ბრწყინვალე ობიექტის სახით და ჰქონდა ათეულობით გრადუსის სიგრძის კუდი. სპექტრი მდიდარი იყო ლითონთა გამოსხივების ხაზებით და ჰგავდა მეტეორთა სპექტრს.

იკეია-სეკის კომეტა, 1965 წლის ფოტო

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება