სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იზნიქი (მრავალმნიშვნელოვანი).

იზნიქის ტბა (თურქ. İznik Gölü) — ტბა ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ბურსის პროვინციაში, სტამბოლიდან 125 კილომეტრი. მდებარეობს ჩრდილო ანატოლიის რღვევის აქტიურ ზონაში, ზღვის დონიდან 85 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 298 კმ². მაქსიმალური სიღრმე 80 მეტრი. სანაპიროებზე არის ტყეები და ვენახები. იზნიქის ტბის ჩრდილოეთით გაწოლილია სამანლის ქედი. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს უძველესი ქალაქი იზნიქი.

იზნიქი
İznik Gölü
კოორდინატები: 40°43′ ჩ. გ. 29°51′ ა. გ. / 40.717° ჩ. გ. 29.850° ა. გ. / 40.717; 29.850
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 85 
სიგრძე 32 კმ
სიგანე 10 კმ
ფართობი 298 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 80 
იზნიქის ტბა — თურქეთი
იზნიქის ტბა

სქოლიო რედაქტირება

  1. Joel W. Hedgpeth, Treatise on Marine Ecology and Paleoecology, 1957