ივან სვიტლიჩნი (უკრ. Іва́н Олексі́йович Світли́чний; დ. 20 სექტემბერი, 1929 ― გ. 25 ოქტომბერი, 1992) ― უკრაინელი პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საბჭოთა დისიდენტი.

ივან სვიტლიჩნი
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1929(1929-09-20)
დაბადების ადგილი Polovynkyne, Starobelsk Okrug, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 25 ოქტომბერი, 1992(1992-10-25) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, პოეტი და მთარგმნელი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ივან სვიტლიჩნი 1929 წლის 20 სექტემბერს პოლოვინკინეში, ლუჰანსკის ოლქში, ფერმერთა ოჯახში დაიბადა.[1][2]

1952 წელს ხარკივის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1954 წელს კიევში, შევჩენკოს ლიტერატურულ ინსტიტუტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1954-1965 წლებში ლიტერატურულ ჟურნალ „დნეპრის“ რედაქტორად მუშაობდა.[1]

სვიტლიჩნი ვასილ სიმონენკოს დაუახლოვდა და სამიზდატითა და მაგნიტიზდატით მისი პოემების გავრცელებაში ეხმარებოდა. სვიტლიჩნის ლექსები რუსულ ენაზე დისიდენტმა იული დანიელმა თარგმნა.[2]

1960-იან წლებში სვიტლიჩნი კიევის შემოქმედებითი ახალგაზრდობის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მემარცხენე უკრაინელებით დაკომპლექტებულ კლუბს უკრაინული KGB უთვალთვალებდა. 1965 წლის აგვისტოში სვიტლიჩნი კლუბის საქმიანობაში ჩართულობისთვის დააპატიმრეს და ერთი წლით შრომით ბანაკში იყო დატყვევებული.[1] sშ

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Obituary: Ivan Svetlichny en-GB (1992-12-21). ციტირების თარიღი: 2016-06-09
  2. 2.0 2.1 SVITLYCHNY, Ivan Oleksiyovych :: museum.khpg.org. ციტირების თარიღი: 2016-06-09