ტერმინს „ივანე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივანე.

ივანე მორჩაისძე — XI საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი. 1031 საფუძვლიანად გადაუკეთებია იშხნის ძველი ტაძარი, რასაც გვამცნობს სამხრეთ სარკმლის ირგვლივ მინაწერი. იშხნის ტაძარი, რომელიც VII საუკუნეში აშენდა, შემდეგში არაერთგზის შეუკეთებიათ და განუახლებიათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ტაძარმა საბოლოო, მხატვრულად დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. ფასადების დამუშავების საერთო სისტემით იშხნის ტაძარი XI საუკუნის დამახასიათებელი ძეგლია. ჩუქურთმათა სიუხვე, მრავალფეროვნება, მათი შესრულების მაღალი დონე და დახვეწილობა ივანე მორჩაისძეს შუა საუკუნეთა ბრწყინვალე ქართველ ოსტატების გვერდით აყენებს.

ლიტერატურა რედაქტირება