სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იელი (მრავალმნიშვნელოვანი).

იელი (ლათ. Rhododendron luteum) — ზაფხულმწვანე ბუჩქი როდოდენდრონის გვარისა. სიმაღლე 2 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი დიდი, წინწკლებიანი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები.

იელი

Rhododendron luteum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მანანასებრნი
გვარი:  როდოდენდრონი
სახეობა:  იელი
ლათინური სახელი
Rhododendron luteum

გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და მცირე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, უფრო კოლხეთის დაბლობზე. იზრდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე ქვეტყედ, ტყის პირებზე. სუბალპურ სარტყელში ქმნის ბუჩქნარს — იელიანს.

ყვავილობს ფოთლის გამოტანამდე ან მასთან ერთად აპრილ-ივნისში. დეკორატიულია ყვავილობისას ან შემოდგომაზე თავისი კაშკაშა წითლად შეფერილი ფოთლების გამო. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. კულტურაში ცნობილია იელის მრავალი ჰიბრიდული ჯიში.

ლიტერატურა რედაქტირება