იედიოთ ახრონოთი (ებრ. ידיעות אחרונות‎ — „უკანასკნელი სიახლეები“) — ყოველდღიური ებრაული გაზეთი, რომელიც ისრაელში გამოდის. 1970 წლიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემა.

იედიოთ ახრონოთის შტაბ-ბინა, თელ-ავივი, ისრაელი

ისტორია რედაქტირება

გაზეთი დროებით ტაბლოიდის ფორმატითა და სტილით გამოიცემა, ამის მიუხედავად, უცხოური ტაბლოიდებივით სენსაციურ მასალებზე არ არის აგებული, არამედ ადამიანურ ინტერესთა დრამასა და რთული საკითხების ანალიზს აყენებს წინა პლანზე. ფორმის მიუხედავად, გაზეთი დღემდე შეფასებულია როგორც პირუთვნელი ბეჭდვითი ორგანო. გამოცემის ფურცლები ეთმობა ორივე, მემარცხენე და მემარჯვენე პარტიების აზრის გაშუქებას და მათთვის ფართო დიაპაზონის მიცემას. როგორც ერთ-ერთი პირველი კერძო ებრაული გაზეთი იედიოთ აჰრონოთი 1937 წელს დაფუძნდა ნახუმ კამაროვის მიერ. მოკლე ხანში ჲეჰუდა მოსემ შეიძინა. გაზეთის პირველი ხელმძღვანელი რედაქტორი ჲეჰუდას ვაჟი, ნოე მოსე იყო.

1948 წელს ჟურნალისტთა დიდმა ჯგუფმა გაზეთი დატოვა და იედიოთ მაარივში, შემდგომ მაარივი, გადავიდა. ამან კონკურენტ გაზეთებში ტირაჟისა და ხარისხის თვალსაზრისით სერიოზული ომი გამოიწვია. კონკურენციამ პიკს 90-იან წლებში მიაღწია, როდესაც გაირკვა, რომ ორივე გამოცემის რედაქცია ერთიმეორის ტელეფონებს უსმენდა.

დღეისათვის გაზეთის ხელმძღვანელია ნოე მოსეს ვაჟი არნონ მოსე. გაზეთს იედიოთ აჰრონოთის გჯუფი ფლობს, რომელსაც აქციები აქვს სხვა სხვადასხვა კომპანიებში ისრაელში, მაგალითად კომერციული ტელეარხი Channel 2, საკაბელო ტელევიზია „ჰოტი“ და სხვა. 2007 წლიდან გაზეთის რედაქტორია შილო დე-ბეერი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება