სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.

იგორ აპოლონის ძე ურუშაძე (დ. 1916, პეტროგრადი — გ. 1997, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე და პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სტომატოლოგის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ აპოლონ ურუშაძის შვილი.

ბიოგრაფია რედაქტირება

იგორ ურუშაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1940) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგედ.[1] აღზარდა ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა არა ერთი თაობა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის, ქართველ და კავკასიელ მხატვართა შემოქმედების, ხელოვნების ესთეტიკისა და თეორიის საკითხებზე. გამოსცა მონოგრაფიები სერგო ქობულაძეზე, იაკობ ნიკოლაძეზე, აპოლონ ქუთათელაძეზე და ს. კაკაბაძეზე.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. იგორ ურუშაძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2018.