იგორ ნარმანია (დ. 25 მარტი, 1947, სოფ. ილორი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 4 იანვარი, 2010, სენაკი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო) და პოლიტიკური მოღვაწე. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი (1974). საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990–1991).

იგორ ნარმანია
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1947
დაბადების ადგილი ილორი, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 2010 (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი სენაკი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი
ეროვნება ქართველი
პარტია მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო
შვილ(ებ)ი ბესიკი,[1] ეკატერინე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1947 წლის 25 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.[1]

დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1970 წლიდან იყო აღნიშნული ტექნიკუმის მასწავლებელი, საქართველოს რესპუბლიკური სპორტული დაოსტატების სკოლის სენაკის ბაზის მწვრთნელი ძიუდოში, სენაკის საბავშვო სპეციალური სასპორტო სკოლის მწვრთნელი.

უმაღლესი განათლება მიიღო დნეპროპეტროვსკში, შემდეგ — სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. მოღვაწეობდა თბილისის სპორტული დაოსტატების სკოლაში.[2]

1987 წლის 31 იანვარს ხობის რაიონის სოფლებში საგვიჩიოსა და ჭალადიდში (ახლანდ. საბაჟო) მომხდარი წყალდიდობის დროს გადაარჩინა ათობით ადამიანი. 1989 წლიდან ჩაბმული იყო ეროვნულ მოძრაობაში. იყო სენაკში პოლიტიკური მოძრაობა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე. იყო პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რწმუნებული დასავლეთ საქართველოში.[2]

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში.[2]

1991 წლის დეკემბრიდან იდევნებოდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. „მხედრიონმა“ არაერთხელ დაარბია და გაძარცვა მისი ოჯახი.[2]

ჰყავს 2 შვილი და შვილიშვილი, იგორ ნარმანია, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ საქმეთა მდივანი და ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი.[3][4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება