იგორ დოლიძე

ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი.

იგორ დოლიძე (დ. 7 თებერვალი, 1939, ბათუმი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი.

1965 წელს დაამთავრა ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტი.

1965–1966წწ. - გროზნოს უსინათლო ბავშვთა რესპუბლიკური სკოლა–ინტერნატის უფროსი ექიმი; 1966–1967წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973–1978წწ. - ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მედიცინისა და სამეცნიერო კიბერნეტიკის განყოფილების გამგე; 1978–1980წწ. - ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ავტომატიზებული რეამინაციული სისტემების ლაბორატორიის გამგე; 1980–1981წწ. - აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1981–1995წწ. - სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრის თერაპიული განყოფილების ექიმი; 1995–1998წწ. - იარაგის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1980–1981წწ. - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მართვის ავტომატიზებული სისტემების – "აჭარის ჯანდაცვა" მთავარი კონსტრუქტორი (მეცნიერი ხელმძღვანელი); 1998 წლიდან - სპორტული მედიცინის კათედრის პროფესორი და თსუ "საქართველოს" თერაპიული ციკლის ხელმძღვანელი. თავისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის (სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური) ნახევარი, სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, სამკურნალო ფისკულტურისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფსიქო-ფიზიკური აღზრდის პრობლემურ საკითხებს მიუძღვნა. 169 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 მონოგრაფიების ავტორი. კვლევის თემა: ნაწლავისმიერი სეფსისი: ეტიოლოგია, პათოგენეზისი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნილოგიის გამოყენებით. ექიმი-ინფექციონისტი. თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტ „გეომედის" ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - „მეტაბოლური დარღვევების შესახებ წვრილი ნაწლავის კედლებში შოკისა და სისხლკარგვის დროს", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - „ნაწლავისმიერი სეფსისის ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით", დაიცვა 1993 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება