იატაგანი (თურქ. yatağan) — პირმოღუნული და ყუამოზნექილი ცალლესული მახვილი (გარდამავალი ხმალსა და სატევარს შორის). XVI საუკუნიდან ცნობილია, როგორც იანიჩარების იარაღი, მაგრამ გარდა თურქეთისა იატაგანს ახლო აღმოსავლეთის, ბალკანეთის და სამხრეთ ამიერკავკასიის ჯარებშიც ხმარობდნენ. მის ზოგიერთ სახეობას ორმაგათ გაღუნული, ტალღოვანი პირი აქვს. ეს იარაღი უვადაჯვროა. ტარი გაკეთებულია ძვლისაგან ან ლითონისაგან, რომელიც ბოლოში ფართოვდება და ორკაპა სახეს ღებულობს. პირი ქარქაშში ორკაპა ნაწილამდე ჩადის. იატაგანის ქარქაში ძირითადად ტყავგადაკრული ხისაგან კეთდებოდა.

იატაგანი

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 63.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი / საქ. ეროვნ. მუზეუმი, 610 გვ. თბ., 2011. -

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება