იასონ (იაზონ) თომას ძე ბაქრაძე (დ. 1869 — გ. 1 აპრილი, 1938) — ქართველი იურისტი, პუბლიცისტი, საზოგადი მოღვაწე.

1900-იან წლებში მუშაობდა ვექილად ქუთაისში; სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი. ერთხანს იყო ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საბჭოს ქუთაისის კანტორის მმართველი, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი. 1917 წელს არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალისტ-ფედერალისტებიდან. 1919 წელს იყო საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ბერლინში, მონაწილეობდა ქართველი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებაში. შემდეგ მუშაობდა საქართველოს ეკონომიკურ წარმომადგენლობაში გერმანიაში. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ დროებით დაპატიმრებული იყო 1923 წელს. 1938 წელს გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება