იაპონური პალეოლითი

იაპონური პალეოლითი (იაპ. 旧石器時代 კიუსეკი ძიდაი?) — პერიოდი იაპონიის ისტორიაში დაწყებული ძვ. წ. 40 ათასწლეულიდან ძვ. წ. 12 ათასწლეულამდე. პერიოდი გრძელდებოდა იაპონიის არქიპელაგზე ადამიანების გაჩენიდან ძიომონის პერიოდის ნეოლითური იარაღების გაჩენამდე. გეოლოგიის თვალსაზრისით იაპონური პალეოლითი თანხვდება პლეისტოცენსა და გამყინვარების პერიოდს.

იაპონური პალეოლითის პერიოდის ქვის იარაღები

ამ პერიოდში იაპონია კონტინენტს ვიწყო ყელებით უერთდებოდა, ხოლო იაპონიის ზღვა ხმელეთს შორის მოქცეული ზღვა იყო თანამდეროვე იაპონიას, მანჩურიასა და კორეას შორის. უძველესი იაპონიის მოსახლეობა მონადირეობითა და შემგროვებლობით ირჩენდა თავს და პირველ ქვის სამუშაო იარაღებს უხეშად ამუშავებდა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ცალ ხელში დასაჭერი ისრები, დანები და საფხეკები.

ამ პერიოდის იაპონიის მოსახლეობის ანთროპოლოგიური შემადგენლობა ბუნდოვანია. ამ პერიოდში ჯერ არ არსებობდა კერამიკული ნაკეთობები, შესაბამისად მას ასევე კერამიკულამდელ კულტურასაც უწოდებენ.